Bitfury, შესაძლოა, კრიპტო მაინინგის პირველი კომპანია გახდეს ევროპაში, რომელიც აქციებს განათავსებს საფონდო ბირჟაზე. ინფორმაციას BM.Ge-ი ihodl.com-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია ამჟამად ეძებს მსოფლიო საინვესტიციო ბანკებს, იმისთვის, რომ განათავსოს საკუთარი აქციები ამსტერდამის, ლონდონის ან ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 2019 წლის დასაწყისში.

თუკი Bitfury ბირჟაზე გავა, მისი ფასი დაახლოებით, $3 მილიარდიდან $5 მილიარდამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ Bitfury ბლოკჩეინის სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here