ყოველგვარი ანონსის გარეშე კომპანია მაიკროსოფტმა რამდენიმე ახალი Surface პროდუქტი წარმოადგინა. Surface Book-ის ახალი ვერსია, მეორე თაობის Surface Go და Surface Headphones-ის განახლებული ვარიანტი.

Microsoft ამბობს, რომ Surface Book 3 ორჯერ უფრო წარმადია მის წინამორბედზე. ამის მიღწევა მე-10 თაობის Intel Core პროცესორებითა და NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპებით გახდა შესაძლებელი. ნოუთბუქი ხელმისაწვდომი იქნება 13,5 და 15 დიუმიანი ეკრანებით. მათში 32 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ძალიან სწრაფი SSM M2 2280 – 1 ან 2 ტერაბაიტი მოცულობით იქნება.

13,5 დიუმიან ვერსიაში გამოყენებულია Intel Core i5-1035G7 და Iris Plus ინტეგრირებული გრაფიკა, თუმცა იგივე მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ Intel Core i7-1065G7 და დისკრეტული ვიდეო ბარათით NVIDIA GeForce GTX 1650 Max-Q.

15 დიუმიანი მოდელი აღჭურვილია Intel Core i7 პროცესორითა და NVIDIA GTX 1660 Ti Max-Q ან Quadro RTX 3000 ვიდეო ბარათით.

Surface Book 3-ს აქვს ორი USB Type-A, ერთი USB Type-C (USB Power Delivery 3.0), მედია ბარათების წამკითხველი UHS-II SD და Surface Connect პორტი. ავტონომიურად მუშაობის დრო დაახლოებით 16,5 საათია.

Suraface Book 3-ის საბაზისო 13,5 დიუმიანი მოდელის საწყისი ფასი 1599 დოლარია (1999 დოლარი დაგიჯდებათ NVIDIA-თი აღჭურვილი მოდელი), საწყისი 15 დიუმიანი მოდელის ფასი 2299 დოლარი იქნება, თუმცა Quadro RTX-ის არჩევის შემთხვევაში ის 3499 დოლარამდე გაიზრდება.

Surface Book 3 გაყიდვაში 21 მაისს გამოჩნდება.

მეორე სიახლე პლანშეტური კომპიუტერი Surface Go 2 გახდა, რომელიც წინა თაობისგან განსხვავებით 10,5 დიუმიანი ეკრანითაა აღჭურვილი, რომელის გარჩევადობაც 1920×1280 პიქსელია. მას მე-8 თაობის Intel Core M პროცესორი აქვს, რომელიც წარმადობას 64%-ით ზრდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლებაა LTE-ს მხარდაჭერა და სტერეომიკროფონები ხმის გასაუმჯობესებლად ონლაინ კონფერენციებში.

ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი Intel pentium Gold 44255, 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და 64 გიგაბაიტი eMMC შიდა მეხსიერებით 399 დოლარი დაგიჯდებათ. ვერსია 8 + 128 გიგაბაიტი მეხსიერებით 459 დოლარი დაჯდება. ვარიანტი Intel Core m3-8100Y, 8 გბ. ოპერატიულითა და 128 შიდა მეხსიერებით 629$ იქნება. LTE სტანდარტის მხარდაჭერის მქონე მოდელში 729 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ამ მოწყობილობის გაყიდვებიც 21 მაისიდანაა დაგეგმილი.

კომპიუტერებთან ერთად Microsoft-მა წარმოადგინა ახალი უკაბელო ყურსასმენები Surface Headphones 2. პირველი ვერსიის მსგავსად გამოიყენება აქტიური ხმაურის დამხშობი მისი ეფექტურობის რეგულაციით. ყურსასმენებს აქვს 40-მმ დრაივერები Free Edge და Bluetooth 5.0 – Qualcomm aptX-ის მხარდაჭერით. ავტონომიურად გაჯეტი 20 საათს იმუშავებს.

Surface Headphones 2-ის ყიდვა 21 მაისიდან იქნება შესაძლებელი249 დოლარად.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ შარშან დაანონსებული TWS ყურსასმენები Surface Earbuds გაყიდვაში 12 მაისს შემოვა და მისი ფასი 199 დოლარი იქნება.

წინა სტატიაTikTok $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაGoogle-მა Android 11-ის სამომხმარებლო ბეტა ტესტირება დააანონსა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი