ამის შესახებ შეტყობინება კომპანიის ოფიციალურ ბლოგშია გამოქვეყნებული. გარიგების შედეგად მაიკროსოფტი გამოუშვებს TikTok-ის სპეციალურ ვერსიას შეერთებული შტატებსი, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისთვის.

ახალი სტრუქტურა აგებული იქნება Tiktok-ის არსებულ სამომხმარებლო გამოცდილებაზე, რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი მომხმარებლებისათვის, მაგრამ ამავდროულად აღიჭურვება უსაფრთხოების ეფექტური სისტემით, პრივატულობის დაცვით და სიფრთხილის ზომების გაზრიდთ. კომპანიის მოქმედებები იქნება გამჭვირვალე მომხმარებლებისთვის, ხოლო შესაბამისი ქვეყნების მთავრობები მიიღებენ შესაძლებლობას თვალყური ადევნონ თავიანთი მოქალაქეების მონაცემების უსაფრთხოებას.

დანარჩენ ქვეყნებში TikTok უცვლელი დარჩება და მას ისევ ByteDance დაამუშავებს, ამის შესახებ კომპანიამ 1 აგვისტოს განაცხადა.

ადრე სოციალური ქსელი 50 მილიარდ დოლარამდე იყო შეფასებული, თუმცა ინდოეთში აკრძალვის შემდეგ ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად დაეცეს.

მსგავსი სიტუაცია მოხდა გეი-გაცნობის აპლიკაციასთან Grinder-თან მიმართებაში 2019 წლის მაისში. მაშნ ა.შ.შ-ს მთავრობამ ბლოკირების მუქარით მოსთხოვა ჩინურ Kunlun Tech-ს მიეყიდა აპლიკაცია ამერიკული კომპანიისთვის.

ადრე ა.შ.შ-ს მთავრობამ გამოთქვა შეშფოთება, რომ ByteDace შესაძლოა პერსონალურ მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს, რითაც მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია TikTok-ის აკრძალვა ამერიკაში და ის მზადაა ასეც მოიქცეს.

წინა სტატიაNVIDIA შესაძლოა მობილური ჩიპების მსხვილი მწარმოებელი გახდეს
შემდეგი სტატიაGoogle Pixel 4a

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი