Apple-მა წარმოადგინა AirPods 4-ის ორი მოდელი: სტანდარტული უსადენო ყურსასმენები და აქტიური ხმაურის დახშობის (ANC) ტექნოლოგიით. ორივე მოდელმა მიიღო USB-C-ის მხარდაჭერა და მუშაობს H2 ჩიპზე, რომელიც ადრე მხოლოდ Apple Airpods Pro-ში იყო გამოყენებული.
AirPods 4-ს აქვს სივრცითი ხმის მხარდაჭერა, მეტყველების ამოცნობის რეჟიმი და Siri-ს მართვა თავის მოძრაობით. ყურსასმენების ავტონომიური მუშაობის დრო შეადგენს 30 საათს. Apple-მა გააუმჯობესა ყურსასმენების დიზაინი, რათა ისინი უფრო მოსახერხებელი გაეხადა.
ორივე მოდელს დაემატა გაუმჯობესებული “ლოკატორის” ფუნქციები AirPods-ისთვის, მათ შორის კეისში ჩაშენებული დინამიკი, რომელიც ადრე მხოლოდ AirPods Pro-ში იყო.
ANC-ის მხარდაჭერის მქონე მოდელი გამოიყურება ისევე, როგორც სტანდარტული, მაგრამ აქვს გაფართოებული ფუნქციონალი აქტიური ხმაურის დახშობისა და უსადენო დატენვის სახით.
ორივე ვერსიის შეკვეთა უკვე შესაძლებელია $130 და $180-ად, თუმცა მიწოდება მხოლოდ 20 სექტემბერს დაიწყება.
გარდა ამისა, Apple-მა წარმოადგინა სრული ზომის ყურსასმენების მეორე თაობა. AirPods Max 2, რომელსაც ასევე აქვს USB-C-ის მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია ახალ ფერებში. ეს ყურსასმენები $550 დაჯდება.