ფოტორედაქტორი Prisma ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა მიმდინარე და წინა წელს. შემქმნელები კი აგრძელებენ სერვისის გაუმჯობესებას. წინა წელს დაემატა სოციალური სერვისი, წინა თვეს კი მომხმარებლებს საშუალება მიეცათ შეექმნათ საკუთარი ფილტრები. აპლიკაციის ბოლო განახლებაში კი დაემატა ჩაშენებული ფილტრების მარკეტი, საიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ გადმოიწერონ ახალი ინსტრუმენტები ფოტოს დამუშავებისათვის.

მარკეტში უკვე ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობით ფილტრები, რომლებიც დახარისხებულია კატეგორიების მიხედვით. გარდა ამისა, სამომავლოდ აქტიურ მომხმარებლებს შეეძლებათ მათ მიერ შექმნილი ფილტრები ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მსურველისათვის.

ამ დროისათვის მარკეტში ყველა ფილტრი უფასოა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ ფასიანი ფილტრებიც დაემატოს.

 

წინა სტატიაRocket league-ს ახალი DLC (Ice Charger) გამოვიდა
შემდეგი სტატიაQualcomm-მა Apple-ს საპასუხოდ უჩივლა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი