Western Digital ცნობილია მისი მყარი დისკებით – უფრო კონკრეტულად საუბარია იაფ და პორტატულ My Passport ხაზზე, რომელიც საუკეთესო საშუალებაა მათთვის ვისაც პირადი მონაცემების ბექაფები აღელვებს.

მიუხედავად იმისა, რომ მყარტანიანი დისკები დიდი ხანია პოპულარულია კომპანიას დიდი ხანი არ გამოუშვია პორტატული SSD. My Passport SSD დიზაინით ისეთივეა, როგორც ახლად გამოშვებული ჩვეულებრივი დისკები, თუმცა უფრო თხელია და მონაცემების გადაცემაც უფრო სწრაფად შეუძლია.

ეს ნაბიჯი უცნაური არ არის, რადგან კომპანიამ გასულ წელს SanDisk შეიძინა, სწორედ იმისთვის, რომ მისი ბიზნესი SSD-ების მიმართულებით განევითარებინა. My Passport SSD კომპანიამ Seagate-სა და LaCie-თან კონკურენციის მიზნით გამოუშვა, რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი პროდუქტები.

My Passport SSD არა მხოლოდ უფრო სწრაფი და გამძლე დისკია, მას ახალი USB Type-C პორტი აქვს და მოყვება Type-A ადაპტერი, მათთვის ვისაც ჯერ არ აქვს ახალი სტანდარტების შესაბამისი კომპიუტერები.

My Passport SSD ხელმისაწვდომი იქნება სამ ზომაში: 1TB – 399.99$, 512GB – 199.99$ და 256GB – 99.99$. მათი შეძენა უკვე ახლაც შეიძლება ინტერნეტ მაღაზიებში. ფასები ნორმალურია პორტატული SSD დისკისთვის, თუმცა ისინი საგრძნობლად ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი დისკები. მაგალითისთვის 2TB My Passport სულ რაღაც 79.99$ ღირს.

წინა სტატიაQualcomm-მა Apple-ს საპასუხოდ უჩივლა
შემდეგი სტატიაApple-მა შვეიცარიის სასამართლოში Swatch-ს უჩივლა

2 კომენტარი

  1. პორტატული შეცდომაა, პორტატიულია სიტყვის სწორი ფორმა.
    ვებსაიტი ერთი სიტყვაა, არ უნდა შუაში დეფისი.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი