Intel-ისა და Micron Technology-ს ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ახალი თაობის მეხსიერება, რომელსაც 3D Xpoint ქვია (არ არის კავშირში 3D NAND-თან) და ის ძალიან, ძალიან ჩქარია. უფრო ზუსტად, რომ წარმოვიდგინოთ ეს არის კომპრომისი DRAM-ის სიჩქარესა და ტრადიციული ფლეშ-სთორიჯის სიჩაქარეს შრის. RAM-ისაგან გასხვავებით 3D XPoint არ კარგავს ინფორმაციას ელექტრო კვების გამორთვის შემდეგ და 4-ჯერ უფრო მჭიდროდ ინახავს მონაცემებს. რა თქმა უნდა მისი ფასი გაცილებით მეტია ვიდრე NAND ფლეშის, რომელიც SSD-ებში გამოიყენება დღს, მაგრამ ის ყველა პარამეტრით ასწრებს მას, განსაკუთრებით ჩაწერა/წაკითხვის მაჩვენებლებში.

ახლა უკვე Intel-მა დაიწყო ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტის გაყიდვა. 375 გიგაბაიტინაი Intel Optane SSD DC 64800X არის 1520 დოლარიანი PCIe ბარათი, რომელიც თავსებადია იგივე NVMEe სტანდარტთან, რომელსაც ტრადიციული SSD-ები იყენებენ.

Intel-მა წარმოადგინა რამდენიმე პუბლიკაცია, რომელშიც შეგიძლიათ ბარათის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაიგოთ. რევიუვერებბა ბილი თრეილსმა – AnandTech-დან და პოლ ალკორნმა Tom’s Hardware-დან უკვე დისტანციურად დაატესტირეს Intel-ის სერვერებზე დამონტაჟებული ახალი მოწყობილობა.

თუ ამ ტესტებს ავიღებთ 3D Xpouint საუკეთესოა ყველა მიმართულებით. ამოცანებისთვის, რომლებიც I/O ლიმიტირებულია და არ საჭიროებს ტერაბაიტობით მონაცემებს, 3D Xpoint საუკეთესო არჩევანია. პროდუქტი მხოლოდ ენტერპრაის კლასისთვისაა და საჭიროებს ცვლილებებს და პროგრამულ უზრუნველყოფას, მსიი უფრო ფართო სპექტრით გამოყენებისთვის და ახლო მომავალში დიდი ცვლილებები NAND ან RAM ბაზარზე მოსალოდნელი არ არის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here