CES 2020-ზე კომპანია Intel-მა წარმოადგინა პირველი დისკრეტული ვიდეო ბარათი Xe არქიტექტურაზე. პირველი ვერსიის სახელი DG1-ია, რაც Discrete Graphics-ს ნიშნავს და ახალ Tiger Lake პროცესორებთან ერთად გამოვა ნოუთბუქებში. გამოფენაზე აჩვენეს პროტოტიპი, რომელიც ორგ-შუშის კორპუსში იყო მოთავსებული. GPU-ზე გაშვებული იყო თამაში Destiny 2 სუსტი გრაფიკული პარამეტრებით და 1080p გარჩევადობით. DG1-ის ტექნიკური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მოგვიანებით ბრიფინგზე Intel-მა წარმოადგინა DG1 Software Development Vehicle. მოწყობილობა დეველოპერებისთვისაა, რომ მათ შეძლონ პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია Intel-ის მომავალი გრაფიკული ჩიპებისთვის. სამწუხაროდ აქაც არანაირი ტექნიკური დეტალები არ გამოქვეყნებულა.

ვიდეო ადაპტერი DG1 SDV ძალიან მოკლე ზომის პლატაზეა მოთავსებული. ის ოდნავ გრძელია PCI Express სლოტზე. ზევიდან მას ქეისში მოთავსებული რადიატორი აქვს, რომელიც პლატას მთლიანად ფარავს. მოცულობით ბარათი ორ სლოტს იკავებს და აქვს ლურჯი ფერის დეკორატიული განათება. ბარათი არ საჭიროებს დამატებით კვების მიყვანას. ასე რომ DG1 SDV მოიხმარს 75-ვატამდე ენერგიას.

Intel მალე დაიწყებს ამ პროდუქტის გავრცელებას დეველოპერებში, რის შემდეგაც უფრო მეტი დეტალი გახდება საჯარო.

პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ Xe პლატფორმაზე სამი არქიტექტურა იქნება დაფუძნებული. DG1-ში გამოყენებული იქნება Xe-LP, რომელიც მაქსიმალურ ეფექტურობაზე და შემცირებულ ენერგომოხმარებაზეა ორიენტირებული. Xe-HP მაღალწარმადი სისტემებისთვის და სამაგიდო ვიდეო ბარათებისთვის იქნება განკუთვნილი. რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება სამუშაო სადგურების მხარდაჭერაც. Xe-HPC არქიტექტურა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის იქნება განკუთვნილი.

DG1-ის წარმადობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორჯერ მეტი სიმძლავრე ექნება ვიდრე თანამედროვე Ice Lake პროცესორებში ჩაშენებულ გრაფიკას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here