კომპანია Western Digital-მა წარმოადგინა ახალი მაღალი წარმადობის მყარი სთორიჯი, მეორე თაობის WD Black SN750 NVMe SSD – 2 ტერაბაიტამდე მოცულობით. მოწყობილობა M.2 ფორმ-ფაქტორისაა და დამატებით რადიატორიც აქვს, რომელიც პასიურად გააგრილებს საცავს მაღალი დატვირთვის მუშაობისას.

მაღალი სიჩაქარეების მისაღწევად ახალი თაობის NVMe სთორიჯებში გამოიყენება წარმადობის კონტროლის სისტემა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას დასაშვებ დიზაპაზონში. აღნიშნულ სთორიჯებში 500-დან 1 ტერაბაიტამდე მოცულობის მქონე მოდლებში შესაძლებელი იქნება რადიატორის დაყენება, რომელიც მას მაღალი სიჩქარის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

სიახლე გაყიდვაში მიმდინარე წლის გაზაფხულიდან შემოვა და 5 წლიანი გარანტიით გაიყიდება, რაც ამ ტიპის მოწყობილობებისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here