Set of solid state drives (SSD)

მყარი კონსტრუქციის დისკები უკვე საკმაოდ გაიაფდა და მათი შეძენა უკვე არ არის ფუფუნების საგანი. დღეს ახალი კომპიუტერის ყიდვისას, თუნდაც ბიუჯეტურ ვარიანტში აუცილებლად SSD-ს შემოგთავაზებენ. სისტემური ბლოკის ან ნოუთბუქის  განახლებისას მომხმარებელი უკვე არ ყოყმანობს SSD-ის არჩევანზე. თუმცა არის კითხვები რომლებზეც პასუხი ყველას აინტერესებს.

თეორია

SSD-ს მუშაობის პრინციპი ძირეულად განსხვავდება კლასიკური გადაწყვეტილებებისგან. ჩვეულებრივ მყარ დისკში ფირფიტები მაგნიტური თავაკების ქვეშ ბრუნავს. ინფორმაციის წასაკითხად ან ჩასაწერად კონტროლერმა უნდა განსხაზღვროს მონაცემების განთავსების კოორდინატები, რომლებიც ბილიკებისა და სექტორებისაგან შედგება, რის შემდეგაც განახორციელებს საჭირო ოპერაციას. თუ მონაცემები სხვა და სხვა რეგიონებშია ჩაწერილი მათზე წვდომის დრო ან იზრდება ან მცირდება.

SSD-ის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია, რადგანაც ის დიდი მოცულობის “ფლეშკაა”. მონაცემების ჩაწერისთვის საჭიროა მხოლოდ ბლოკის მოსამართის გამოთვლა და მონაცემების ჩაწერა შესაბამის უჯრედში. ასეთი ტექნოლოგია საგრძნობლად ზრდის ოპერაციების სიჩქარეს. თუ HDD კონსტრუქციის შეზღუდვებიდან გამომდინარე 90-120 მეგაბიტს გადასცემს წამში, თუნდაც ბიუჯეტური SSD – შედარებით ნელი SATA ინტერფეისით 450-500 მეგაბიტამდე ზრდის მაჩვენებელს.

თუ ზემოთ აღნიშნული სიჩქარე არ გაკმაყოფილებთ არის NVMe ინტერფეისი, რომელიც 3000 მეგაბიტამდე ზრდის სიჩქარეს ტოპ- მოდელებში. ხელმისაწვდომი ფასის კატეგორიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაზე გავრცელებული 2000 მეგაბიტიანი SSD-ები. აღსანიშნავია ისიც, რომ HDD-სგან განსხვავებით მაღალ სიჩქარეებზე მუშაობა არანაირად არ მოქმედებს მოწყობილობის სტაბილურობაზე და ჯანმრთელობაზე, რადგანაც მასში მოძრავი დეტალები არ არის, ხოლო გაცხელების პრობლემას მარტივად აგვარებს ნორმალური კვების ბლოკის გაგრილების სისტემა.

პრაქტიკა

მათთვის ვინც განახლება ან ახალი კომპიუტერი ბოლო ხუთი წლის წინ შეიძინა ახალი ტექნოლოგიები გაუგებრად ეჩვენება. არის გარკვეული მითებიც, რომლებიც SSD-ების შესახებ არის ცნობილი და დღემდე პოპულარულია მომხმარებლებს შორის.

იგივე ფასში უფრო ნაკლები მოცულობის SSD-ს შეიძენთ

სინამდვილეში აქ არაფერია გასაკვირი. ის დრო როდესაც სერიალები და ფილმები DVD დისკებზე ვრცელდებოდა და ინტერნეტში Dial-Up-ით შევდიოდით წარსულს ჩაბარდა. ასეულობით გიგაბაიტის შენახვა 2018 წელს უკვე საჭირო არ არის, რადგანაც კონტენტი ისედაც ხელმისაწვდომია ონლაინში. უკიდეურს შემთხვევაში თქვენთვის ძვირფასი კოლექციის შენახვა ყოველთვის შეიძლება შეინახოთ მოძველებულ HDD-ზე და სისტემა, აპლიკაციები და თამაშები ახალ SSD-ზე დააყენოთ.

საბაზისო ამოცანებისთვის და პოპულარული ონლაინ შუთერებისთვის საკმარისი იქნება 240 გიგაბაიტიანი მოდელიც. 480-500 გიგაბაიტიანი მოდელი თითქმის ყველაფრისთვის გეყოფათ თუ რა თქმა უნდა ყოვლე დღე არ გადმოიწერთ მთელს ინტერნეტს 🙂 საბოლოო ჯამში არ მოგიწევთ ზედეტის გადახდა უსარგებლო მოცულობაში, სამაგიეროდ გაიზრდება მუშაობის სიჩქარე, საგრძნობლად შემცირდება სისტემის და აპლიკაციების ჩატვირთვის დრო.

SSD ნაკლებად სანდოა და მალე გამოდის მწყობრიდან

ეს მითი დიდი ხანია მოძველდა. თუნდაც ბიუჯეტური მოდელები “მხოლოდ წაკითხვის” რეჟიმში გადადიან მას შემდეგ რაც 150 ტერაბაიტამდე მონაცემებს დაამუშავებენ იმისდა მიხედვით თუ, რომელი ტიპის მეხსიერება და რა მოცულობისაა SSD. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საპასპორტო მონაცემებია, რომლებიც რეალობაში გაცილებით მეტია.

150 ტერაბაიტიანი რესურსის მქონე SSD-ის რეალურად “მოსაკლავად” მოგიწევდ ყოველ დღე 80 გიგაბაიტი მონაცემების გადმოწერა ყოველდღიურად 5 წლის განმავლობაში. სახლის პირობებში ასეთი სცენარის განვითარება პრაქტიკულად არარეალურია. გარდა ამისა მონაცემების წაკითხვა (ფილმების ყურება, აპლიკაციებისა და თამაშების გაშვება) დისკის “დაბერებაზე” არ მოქმედებს.

პროფესიონალური საქმიანობისთვის, რომელიც დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას საჭიროებს, როგორიცაა მაგალითისთვის ვიდეოს მონტაჟი და რედაქტირება შეგიძლიათ შეიძინოთ გაზრდილი TBW-ს მქონე SSD. ხშირად მწარმოებლები ასეთ დისკებს Pro აღნიშვნით გამოყოფენ. ასეთი დისკები უფრო ძვირი დაგიჯდებათ, თუმცა თავისუფლად შეძლებთ იმუშაოთ ტერაბაიტების მრიცხველზე ყურადღების მიქცევის გარეშე.

არის ვარიანტები ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლებისთვისაც. ტოპ, პროფესიონალური და სერვერული მოდელები მაქსიმალური დატვირთვის პირობებშიც კი აჯობებენ კლასიკურ მყარ დისკებს. ასეთი SSD გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, თუმცა ასეთ დისკებს ყიდულობენ ისინი ვისთვისაც მონაცემების საიმედოდ შენახვაა პრიორიტეტი.

რთულია SSD-ების მარკირებაში გარკვევა

სურვილის შემთხვევაში შეიძლება ელექტრო ჩაიდნის ინსტრუქციამაც დაგვაბნიოს. იმისათვის, რომ სწორად ავარჩიოთ დისკი საკმარისია ვიცოდეთ რამდენიმე თავისებურება.

მეხსიერების ტიპები

მიუხედავად ინტერნეტში გავრცელებული დიდი მოცულობის ტექნიკური ინფორმაციისა საჭიროა მხოლოდ ორი აბრევიატურის დამახსოვრება TLC (Triple Level Cell) და MLC (Multi Level Cell). ეს ორი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია დღეისათვის და არჩევანის გაკეთება მათ შორის მოგიწევთ. ასევე არის სერვერული SLC – რომელიც ყოველ უჯრედში ერთ ბიტ ინფორმაციას წერს, რითაც იზრდება ინფორმაცაზე წვდომის სიჩქარეა და მცირდება მეხსიერებაზე დატვირთვა. ჩვეულებრივ მაღაზიებში ასეთ დისკებს ცვულებრივ ვერ შეხვდებით.

ყველაზე გავრცელებულია TLC ტიპის SSD – ის უფრო მჭიდროდ ინახავს მონაცემებს ვიდრე MLC. მას შეუძლია ერთ უჯრედში 3 ბიტი ინფორმაცია შეინახოს, რაც წარმოების ხარჯებს ამცირებს. TLC კარგ სისწრაფესა და ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს.

MLC მხოლოდ 2 ბიტს ინახავს ერთ უჯრედში რაც ტექპროცესს აძვირებს, მაგრამ თეორიულად ზრდის საიმედოობას, რადგანაც დაზიანებული ბლოკები მესამედით ნაკლებ ინფორმაციას კარგავენ. სერთო ჯამში ამ ტიპის მეხსიერება კარგია სიჩქარისა და გამძლეობის თვალსაზრისით.

თანამედროვე SSD-ების უმრავლესობა ასევე აღინიშნება 3D NAND ან 3D მარკირებით. ბევრი თვლის, რომ ეს მეხსიერების ახალი ტიპია, მაგრამ ეს ასე არ არის. სიმჭიდროვის გასზრდელად TLC და MLC მეხსიერების მწარმებლები მეხსიერებას ფენებად ათავსებენ და მათ ერთმანეთზე ალაგებენ. მიღებული ბლოკები ცილინდრის ფორმის გამოდის, რის გამოც მათ “სამ განზომილებიანი” სახელი დაარქვეს.

საბოლოო ჯამში სამომხმარებლო SSD-ების ტექნიკური მონაცემები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არის შემთხვევები, როცა პროგნოზირებული რესურსი ცალკეული TLC დისკისთვის უფრო მაღალია ვიდრე უფრო ძვირადღირებული MLC-ზე. ეჭვის შემთხვევაში შეგიძლიათ TBW მონაცემებს დაეყრდნოთ არჩევანის გაკეთებისას.

ინტერფეისი

მოძველებული SATA შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევებში, როცა ალტერნატივა არა გაქვთ, როცა გინდათ ძველი კომპიუტერის გამოცოცხლება ან ლეპტოპის “აჩქრება”. სხვა შემთხვევებში საუკეთსო არჩევანია NVMe. ეს სტანდარტი PCI Express ინტერფეისით მუშაობს, რომელიც მაღალი სიჩქარით გამოირჩევა.

NVMe დისკების უმრავლეოსბა M.2 პორტზე უერთდება დედაპლატას. თითქოს ყველაფერი მარტივია, მაგრამ არის ერთი ნიუანსი. თვითონ პორტი არის კონტაქტების ერთობლიობა, ხოლო რომელი ხაზები და რა რაოდენობით უერთდება მას უნდა გაარკვიოთ დეაპლატის სპეციფიკაციებში. წინააღმდეგ შემთხვევაში არის შანსი შემცირდეს სიჩქარე ან უბრალოდ არ იყოს თავსებადი გარკვეული ტიპის SSD-ებთან.

ნოუთბუქისთვის SSD-ის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ფორმ-ფაქტორს. ყურადღბა უნდა მიაქციოთ M+B გასაღებებს, რომელიც SATA ხაზებს მიუთითებს, ხოლო M მიერთებას PCIE x4 ხაზს. ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური ზომებიც, რომლებიც სახელწოდებაში ა დაშიფრული. მაგ. 2280 პირველი წყვილი დიკის სიგანეს აღნიშნავს, ხოლო მეორე წყვილი სიგრძეს. 

წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე

პასპორტში მითითებული მონაცემები მაქსიმალურად მიღწევად სიჩქარეს აღნიშნავს, რომელსაც მომხამარებელი მოხლოდ ცალკეულ შემთხვევებში მიიღებს. მეხსიერებას სტატიკური სიჩქარე აქვს თუმცა თავის თავში ინფორმაციას ის ვერ ჩაწერს. ამისთვის სპეციალური ჩიპი გამოიყენება, რომელიც უჯრედების მისამართებს ითვლის მეხსიერებაზე ოპერაციების ჩატარებამდე.

ფაქტიურად კონტროლერი არის ერთგვარი მინი-კომპიუტერი, რომელიც SSD-ს მეხსიერებასა და დედაპლატას შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მას აქვს საკუთარი პროცესორი და მიკროკოდი, რომლითაც ჩაწერისა და წაკითხვის ოპერაციებს მართავს. ის ახორციელებს უჯრედების მდგომარეობის შეფასებას, ასუფთავებს “ნაგავს” TRIM ფუნქციის საშუალებით და ანაწილებს დატვირთვას. SSD-ს ჯამური სიჩქარე დიდწილად დამოკიდებულია კონტროლერის ეფექტურობაზე. 

კეში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათბელი კეშია, რომელიც DDR3 მეხსიერებისგან შედგება. დისკის მუშაობის სიჩქარეზე ის პირდაპირ არ მოქმედებს, მაგრამ წარმადობაზე რეალური გავლენა აქვს. სწორედ კეშში ხვდება ფაილები უჯრედებში შენახვამდე. რაც უფრო მეტია კეში მით უფრო დიდი ფაილი მოთავსდება მასში, რითაც მეტი სისწრაფე მიიღწევა.

ზოგიერთ მოდელს ე. წ. ფსევდო კეში აქვს, რომელიც TLC უჯრედებითაა შედგენილი და იძულებით SLC რეჟიმში უმშაობს. ეს ქეშიც ანალოგიურად ამუშავებს მასში მოხვედრილ ფაილებს და ათავსებს კონტროლერის მიერ გამოყოფილ უჯრედებში. ამ მეთოდით SSD-ს ფასი კლებულობს და მატულობს წარმადობაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში უჯრედების მწყობრიდან გამოსვლა უფრო სწრაფად ხდება, ხოლო დატვირთვის გაზრდასთან ერთად იკლებს წარმადობა.

უმრავლესობა შემთხვევებში რეკორდული მოცულობის კეშის ქონას აზრი არა აქვს. 50 გიგაბაიტიანი ფოლდერის გადაკოპირებისას ის მაინც ვერ დაგეხმარებათ მაქსიმალური სიჩქარის მიღწევაში, ხოლო ფასის სხვაობა ჯობია დისკის დამტებით მოცულობაში გადაიხადოთ. თუ თქვენ Photoshop-ში მუშაობთ და დიდი მოცულობის ფაილებთან გაქვთ საქმე უმჯობესი იქნება უფრო დიდი კეშის მქონე SSD შეიძინოთ.

რეზერვი

მეხსიერების რეზერვი ეს ერთგვარი დაზღვევაა SSD-თვის და დროზე ადრე მწყობრიდან გამოსვლისგან იცავს მედიას. დისკის მოცულობის დაახლოებით 5-7% დამალულია არა მხოლოდ მომხმარებლისაგან არამედ საოპერაციო სისტემისგანაც და აქ ნამდვილად არ გვაქვს საქმე მწარმოებლის ხრიკთან. პირველ რიგში სათადარიგო უჯრედების წყალობით ახერხებს კონტროლერი მონაცემების თანაბრად განაწილებას სხვა უჯრედებში და ამით მათ სწრაფ “დაბერებას” ანელებს. მეორე და უფრო საინტერესო არის ის, რომ სწორედ ამ რეზერვიდან ხდება უკვე მწყობრიდან გამოსული უჯრედების ჩანაცვლება და მოხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მოცულობა უცვლელი რჩება.

იგივე მიზეზით გვირჩევენ მწარმოებლები ვიქონიოთ არანაკლებ 10% ცარიელი სივრცე. ინფორმაციის მუდმივად გადაწერა ერთსა და იმავე რეგიონებში მათ სწრაფ გაფუჭებას იწვევს. სარეზერვო მეხსიერების გაზრდით კონტროლერისთვის ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი თავისუფალი უჯრედი, რაც უკვე გამოყენებული უჯრედების გადაწერის საჭიროებას ამცირებს. ამით იზრდება IOPS (ინფორმაციის მიმოცვლა, შეტანა/გამოტანა) მაჩვენებელიც და იზრდება SSD-ს სიჩქარეც.

მწარმოებელი

ყველა მწარმოებელს აქვს ტოპ და ბიუჯეტური გადაწყვეტილებები. კონტროლერი, მეხსიერების ტიპი და ინტერფეისი არ არის დამოკიდებული ცალკე აღებულ მწარმოებელზე და საბოლოო ჯამში მაინც ტექნიკური მაჩვენებლების შემოწმება მოგიწევთ. თუმცა მათ შორის პოპულარული ბრენდების გამოყოფა მაინც არის შესაძლებელი.

Samsung-ის დისკები არა მხოლოდ წარმოების მთელი ციკლით არის გამორჩეული არამედ საფირმო პროგრამული უზრუნველყოფითაც. კონტროლერის მუშაობის მხრივაც და SSD მეხსიერების რაციონალურად გამოყენებითაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება Evo სერიები. Pro სერიები კი ყველაზე წარმატებულია ფასისა და წარმადობის შეფარდებით პროფესიონალური ამოცანებისთვის.

თუ თქვენთვის ძაიან მაღალი ტექნიკური მონაცემები არ არის აუცილებელი რა თქმა უნდა აზრი აქვს ყურადღება მიაქციოთ Kingston-ის პროდუქციას. მათაც 5-წლიანი გარანტია აქვთ და სიჩქარითაც დააკმაყოფილებენ საშინაო კომპიუტერის ყველანაირ მოთხოვნას.

კიბერსპორტის მოყვარულებისათვის, რომელთათვისაც მხოლოდ სიჩქარეა მნიშვნელოვანი სასურველია A-DATA-ს ტოპ მოდელები. მიუხედავად უჯრედების ნაკლები რესურსისა ისინი თავისი ფასის კატეგორიაში ყველა კონკურენტზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. 

დასკვნა

SSD საცავის არჩევა განსხვავებით HHD-სგან ადვილი არ არის. ტექნიკური მონაცემების გარკვევის შემდეგ, რაშიც იმედია ზემოთ მოყვანილი სტატია დაგეხმარებათ რჩება მხოლოდ სასურველი მოცულობის განსაზღვრა, რის შემდეგაც სამუდამოდ დავივიწყებთ მექანიკური მყარი დისკის ხმაურს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here