დაგეგმილი ხანძარსაწინააღმდეგო სწავლებისას, რომელიც რუმინული ING Bank-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრში მიმდინარეობდა კომპანიის IT ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი გახდა. მძლავრი ხმა, რომელიც ცეცლხლმაქრების მუშაობისას გამოიცემოდა საზიანო აღმოჩნდა მყარი დისკებისთვის.

სპეციალური გაზი, რომელიც ბალონებიდან დიდი სიჩქარით გამოიტყირცნებოდა 130 დეციბელზე მეტ ხმას გამოსცემდა. ამ ხმისგან გამოწვეულმა ვიბრაციებმა გამოიწვიეს მყარი დისკების მწყობრიდან გამოსვლა. დაწიყო მონაცემების ჩაწერისა და წაკითხვის პრობლემების, რამაც საბოლოოდ ტექნიკური სამსახურის, შიდა ფოსტისა და ბანკომატების ქსელის გამორთვაც კი გამოიწვია.

მომხდარი გამონაკლისი შემთხვევაა, რადგანაც ასეთი შეღწევადობის მქონე ხმა ინერტული გაზით ხანძრის ჩაქრობისას არ წარმოიქმნება. სპეციალისტების მოწყობილობებს შეუძლია დააფიქსიროს 130 დეციბელამდე ხმის წნევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცეცხლმაქრების ხმამ ამ ნიშნულს გადააჭარბეს.

Siemens-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად ცნობილია, რომ 100 დეციბელამდე ხმის წნევა საზიანოდ მოქმდებს მყარი დისკების მუშაობაზე და ინჟინერი ბრენდან გრეტი ამტკიცებდა კიდევაც, რომ დატაცენტრში ხმამაღლა დაყვურებამაც კი შეიძლება აპარატურის მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here