“კასპერსკის ლაბორატორიამ” დაასრულა მუშაობა საოპერაციო სისიტემაზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებზე არის გათვლილი. კომპანიის საიტზე არსებული მონაცემების თანახმად KasperskyOS ნულიდან შეიქმნა და მისი დაცვა ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. საოპერაციო სისტემის პრინციპია: “აკრძალულია ყველაფერი გარდა ნებადართულისა”. ასეთი პროდუქტის გამოყენება საშუალბას იძლევა უკვე არსებული მოწყვლადობების გარდა ჯერ კიდევ უცნობი საფრთხეებისგანაც იყოს დაცული სისტემები. მიუხედავად ამისა სისტემა მაინც ინარჩუნებს მოქნილობას და მასში უსაფრთხოების პოლიტიკების მორგება ნებისმიერ ორგანიზაციაზე არის შესაძლებელი.

რელიზში ხაზგასმულია ის, რომ სისტემა KasperskyOS არ არის უკვე არსებული საოპერაციო სისტემების შემცვლელი, რომლებიც სამომხმარებლო სექტორში და სამაგიდო აპლიკაციებისთვის არის განკუთვნილი. პრიველ რიგში ეს სისტემა განკუთვნილია ისეთი მომხამრებლებისტვის, რომლებისთვისაც უსაფრთხოება პრიორიტეტებს შორის პირველია.

მწარმოებლის გეგმის მიხედვით სისტემა გავრცელდება წინასწარ დაყენებული სახით სხვა და სხვა მოწყობილობებზე, რომლებიც კორპორაციულ ქსელებში იმუშავებს. პრიველი მოწყობილობა KasperskyOS-ის მართვის ქვეშ არის L3 მარშრუტიზატორ-კომუტატორი, რომელსაც კომპანია Kraftway აწარმოებს. ამ მარშრუტიზატორში საოპერაციო სისტემა ჩაშენებულია მართვის მოდულში, რაც საშუალებას იძლევა ყველა მოთხოვნის ლეგიტიმურობის შემოწმებას, რომელსაც ადმინისტრატორები აგზავნიან მოწყობილობაზე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here