2016 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოში Cannes Lions-ის ოფიციალური წარმომადგენელობის ორგანიზებით, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის Cannes Lions-ის ახალგაზრდული კონკურსის შიდა ტური ჩატარდა. ღონისძიებაში ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო და დიდი კომპანია ჩაერთო. 232 მონაწილიდან ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა 30–კაციანმა ჟიურიმ საუკეთესოები ოთხ კატეგორიაში გამოავლინა: ბეჭდური რეკლამა, ახალგაზრდა მარკეტერები, დიზაინი, ციფრული კამპანიის დაგეგმვა.

2

გამარჯვებული გუნდები ივნისში, საფრანგეთის ქალაქ კანში, საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრნენ, საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის მოსინჯეს და დიდი წარმატებითაც. საქართველოს ბანკის თანამშრომლებმა, ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში პირველი ადგილის დაკავება და ოქროს მედლების დასაკუთრება მოახერხეს,  კომპანია Leavingstone-მა კი, უკვე მეორედ, ბრინჯაოს ლომი მოიგო (კატეგორია PR Lions).

18

კანიდან ჩამოსულ გოგონებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია შეხვდნენ.

25

„ფესტივალის არსებობის 63-ე წელს საქართველოს წარმომადგენლემა ოქროს მედალი მოიპოვეს, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ მარკეტინგის კატეგორიაში, სფეროში, რომელიც არის ძალიან კომპლექსური და სასიამოვნოა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მიერ წარდგენილი მარკეტინგული გეგმა აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ვულოცავ გოგონებს ამ გამარჯვებას და დიდი მადლობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მათი მხარდაჭერისთვის.“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის წინსვლას და მის განვითარებას, რადგან ამ სფეროში ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ბაზარზე ახალი სიტყვის თქმაში“ – განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.

„ეს არის, არა მხოლოდ ამ ნიჭიერი გოგონების, არამედ საბანკო სექტორისა და მთელი ქვეყნის წარმატება. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის დადასტურება იმისა, რომ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აქვთ ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილი, საზღვრები არ არსებობს“ – განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

„ძალიან ბევრი ვინერვიულეთ. ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობა იყო და გვიხარია, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. ეს იყო საოცარი გამოცდილება და დიდი სურვილი გვაქვს, ფესტივალში მონაწილეობა მომავალ წელსაც მივიღოთ“ – განაცხადეს ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here