ჩვენს დროში მონაცემთა შემნახველი მოწყობილობების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება, თუმცა შემნახველი მოწყობილობების დარგის ასეთ სწრაფ განვითარებას თან ახლავს გაუთვალისწინებელი მხარეებიც. დიდი მოცულობის მქონე მეხსიერების მოწყობილობები უფრო მგრძნობიარეა, რადგან დაზიანების საწინააღმდეგოდ ძალიან რთულ ალგორითმებსა და ტექნოლოგიას იყენებენ. დაზიანების შემთხვევაში ასეთი მოწყობილობიდან ინფორმაციის აღდგენა საკმაოდ რთულია, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც აღდგენითი სამუშაოების პროფესიონალურად ჩატარება შეუძლია.

9

უკვე 1 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე კომპანია PITS Professional Data Recovery (საქართველო) მოქმედებს, რომელიც მომხმარებელს მონაცემთა აღდგენის სერვისს სთავაზობს.

ელხან ასგაროვი, PITS Professional Data Recovery-ს (საქართველო) მმართველი დირექტორი:

-ჩვენი გუნდი სულ 9 ადამიანისგან შედგება. ჩვენმა სპეციალისტებმა, მონაცემთა აღდგენის მიმართულებით მომუშავე უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე მიღწეული შეთანხმებით, დიდი გამოცდილება და ცოდნა შეიძინეს. PITS Professional Data Recovery (საქართველო) და PITS Professional Data Recovery (აზერბაიჯანი) კავკასიის რეგიონში პირველი და ერთადერთი კომპანიებია, რომლებიც მონაცემთა აღდგენაზე მუშაობენ და ოფიციალურად თანამშრომლობენ Western Digital and Seagate-თან. უმოკლეს დროში, საქართველოს წამყვან კომპანიებთან პარტნიორობით, ჩვენ წარმატებით აღვადგინეთ მონაცემები სხვადასხვა სახის დაზიანებული მოწყობილობების მეხსიერებიდან. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ: Helix Group, Formula Proesco Production, MARSHE LLC, Integrity LLC, Socar, Best Comp Group Georgia, რამდენიმე ბანკი და ა.შ.

-რა სახის სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?

-ამჟამად ვთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: მონაცემთა აღდგენას მყარი დისკებიდან, ფლეშ ბარათებიდან, RAID მასივებიდან, SSD დისკებიდან, SAS-იდან, მიკრო და მაკრო SD მეხსიერების ბარათებიდან, ასევე მონოლითური სტრუქტურის ულტრათანამედროვე ფლეშ დისკებიდან, eMMC და UFS მიკრობარათებიდან, დაზიანებული სმარტფონებისა და პლანშეტების შიდა მეხსიერებებიდან.

8

-ხელმისაწვდომია თუ არა თქვენს მომსახურებაზე ფასები ქართული ბაზრისთვის?

-მხოლოდ სპეციალიზებულ კომპანიებს შეუძლიათ ინფორმაციის პროფესიონალურად აღდგენა და კვლევების ჩატარება იმ პროგრამულ-სააპარატო უზრუნველყოფით, რომელიც მათ გააჩნია. მონაცემების აღგენა ფიზიკურად დაზიანებული მოწყობილობებიდან საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა, მაგრამ ჩვენ მომხმარებლის ინტერესებსაც ვითვალისწინებთ. ჩვენს ლაბორატორიაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO Clean-Room სტანდარტებს, ინფორმაციის შემნახველი ყველა სახის მოწყობილობის დიაგნოსტიკა უფასოა, იმის მიუხედავად კლიენტისთვის მონაცემების აღდგენის ღირებულება მისაღები აღმოჩნდება, თუ არა. აქვე დავძენ, რომ ჩვენ არ ვეწევით მყარი დისკების, ან მეხსიერების სხვა მოწყობილობების რემონტს. მომხმარებელს ხშირად ეშლება მოწყობილობის რემონტი მონაცემების აღდგენაში. მონაცემების აღდგენა საჭიროებს დროს, მოთმინებას და სპეციალურ ცოდნას. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ფასები იყოს მაქსიმალურად კორექტული და არ აჭარბებდეს საშუალო საბაზრო ღირებულებას.

4

-როგორ იცავთ მომხმარებელთა კონფიდენციალურობას?

-იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები, უმრავლეს შემთხვევაში, ძალიან ფასეულია, კონფიდენციალურობის დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია. მოწყობილობის რეგისტრაციის შემდეგ კლიენტთან ფორმდება კონტრაქტი კონფიდენციალურობის შესახებ. ყველა ეტაპზე მონაცემების აღდგენა ხდება იზოლირებულად, მათზე მესამე პირის წვდომის გარეშე. მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დასაცავად პერიოდულად ვამოწმებთ ჩვენს პროგრამებს და კომპანიის პოლიტიკას. კარგად გვესმის, რომ ინფორმაციის მცირედით გაჟონვაც კი სამომავლოდ ცუდად აისახება ჩვენი კომპანიის რეპუტაციაზე, დაიკარგება ნდობის ფაქტორი და ა.შ. ამიტომაც მონაცემთა მართვის საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა გვაქვს. გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად წესს:

  • მონაცემების აღდგენის დროს მათზე წვდომა აქვს მხოლოდ სპეციალისტსა და მის უშუალო ხელმძღვანელს.
  • კომპანიის თანამშრომლებს მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში შეუძლიათ დოკუმენტების, ფოტოებისა და სხვა მასალების გახსნა.
  • აღდგენილი მონაცემები ინახება ფიზიკურად კარგად დაცულ ადგილზე, ან ფაილების დაშიფრულ სისტემაში.
  • აღდგენილი მონაცემები მხოლოდ უფლებამოსილ პირს გადაეცემა. ამ პირის ნებართვის გარეშე მონაცემები ოჯახის წევრების ხელშიც კი ვერ ხვდება.
  • კლიენტის მოთხოვნისამებრ, აღდგენილი მონაცემების ასლები აღდგენილი მონაცემების გადაცემისთანავე იშლება. თუკი ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, აღდგენილი მონაცემები ჩვენს სერვერებზე ინახება და 30 დღის შემდეგ ავტომატურად იშლება.

-კომპანიის სამომავლო გეგმები.

-ისინი ცალსახად განვითარებისკენ არის მიმართული. ახალგაზრდა და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალებით დაკომპლექტებული PITS Professional Data Recovery ხელმძღვანელობს კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით. ჩვენი ძირითადი ღირებულებებია – ინტელექტი, მოქნილობა და შედეგზე პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ განვითარებისა და სრულყოფის ბევრი ეტაპი გველის.

-რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

-მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად შექმენით სამუშაო დოკუმენტაციის ასლები. არ შეინახოთ ფოტოების ორიგინალები მყარ დისკზე. ამ ელემენტარული წესების დაცვით არ მოგიწევთ მონაცემთა აღდგენის ძვირადღირებული მომსახურებით სარგებლობა.

logo

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

მის: თბილისი, პ. ქავთარაძის #5, მე-6 სართული
ტელ: +995 32 243 46 29
მობ: +995 555 44 88 00
E-mail: [email protected]
ვებგევრდი: www.recovery.ge
Facebook: www.facebook.com/pitsllcge

წინა სტატიასამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები ინტერნეტში
შემდეგი სტატიადამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი