სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ და კომპანია „MasterCard“-ი წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს – მაჯის საათს უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით.

Watch2pay აღჭურვილია პერსონალიზებული საბანკო ბარათით და მისი მეშვეობით გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ტერმინალზე ერთი შეხებით. მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს ფილიალებში.

watch2pay-2

ნიკოლოზ გეგუჩაძე, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს გენერალური დირექტორი:

-საქართველოში პირველი უკონტაქტო გადახდა 7 წლის წინ შესრულდა და გადახდის ეს ფორმა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო უკონტაქტო ტრანზაქციების რაოდენობით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და აზიის რეგიონში მესამე ადგილს იკავებს. უკონტაქტო გადახდების განხორციელება შესაძლებელია თითქმის ყველა POS და mPOS ტერმინალის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 24 000-ზე  მეტ სავაჭრო წერტილში.

„ხალიკ ბანკი საქართველო“-სა და „MasterCard“-ის ერთობლივი პროექტის  წყალობით რეგიონში პირველად გახდება შესაძლებელი უკონტაქტო ანგარიშსწორება მაჯის საათის მეშვეობით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის „უკონტაქტო რევოლუცია“ გადახდებში. საათის წყალობით საფულიდან ბარათის ამოღება საჭირო აღარ არის.

halyk-bank

პროდუქტს, ინოვაციურობიდან გამომდინარე, უფრო მეტად ახლგაზრდა თაობა დააფასებს (თავისუფალი უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს მოწყობილობას საჩუქრადაც კი გადავცემთ), მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უკონტაქტო გადახდების განვითარების თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთი პროგრესული ბაზარია და  მომხმარებელს არ ეშინია სიახლეების, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ Watch2pay ყველა ასაკის მომხმარებელს ძალიან მოეწონება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here