Yahoo ადასტურებს ფაქტს, რომ 500 მილიონი ანგარიშის შესახებ მონაცემები გაურკვეველმა პირებმა 2014 წელს მოიპარეს. “ამ მონაცემებში შედიოდა სახელები, ელფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები, ჰეშირებული პაროლები და დაუშიფრავი და დაშიფრული უსაფრთხოების კითხვები და პასუხები” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Yahoo სამართალდამცავებთან ერთად მუშაობს ამ ინციდენტის გამოძიებაზე. “FBI საქმის კურსშია შეღწევასთან დაკავშირებით და ამ სქმეს იძიებს”, ბიურო ამბობს – “ჩვენ ამ ტიპის შეტევებს ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ და დავადგენთ თუ როგორ მოხდა და ვინ არის ამაში დამნაშავე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას კერძო სექტორთან და გავუზიარებთ მათ ინფორმაციას მათივე უსაფრთხოების დასაცავად კიბერ კრიმინალების წინააღმდეგ”
მასიური გატეხვის შესახებ პირველი ჭორი აგვისტოში გავრცელდა, როცას ჰაკერმა მეტსახელად “Peace” 200 მილიონი Yahoo-ს ანგარიშის გაყიდვა დაიწყო. იგივე ჰაკერი უფრო ადრე LinkedIn-ის ანგარიშებს ყიდიდა.
Yahoo მაშინ განაცხადა, რომ ინფორმირებული არიან ინციდენტის შესახებ და რომ აწარმოებენ გამოძიებას. მოგვიანებით კი ირკვევა, რომ მდგომარეობა გაცილებით უარესია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პრობლემა კომპანიას ყველაზე ცუდ მომენტში დაატყდა თავს, როცა მისი Verizon-ის მიერ შესყიდვის პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა ეს პრობლემებს შეუქმნის უკვე მის ახალ მფლობელსაც, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ უარი თქვას გარიგებაზე, რასაც პრესისგან, რეგულატორებისგან და დაკარგული მომხმარებლისგან ზეწოლა მოყვება, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს კომპანიას.