კომპანია Google 4 ოქტომებრს ახალ Pixel ტელეფონებს წარმოადგენს, რომლებიც ბაზარზე Nexus-ებს ჩაანაცვლებს. ამის გარდა შესაძლოა დეველოპერებმა ახალი საოპერაციო სისტემა Andromeda შემოგვთავაზონ, რომელიც Android-ისა და Chrome OS-ის ჰიბრიდს წრამოადგენს. მისი ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს Nexus 9 პლანშეტზე.

პირველი ჭორები ახალი საოპერაციო სისტემის შესახებ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სისტემაში იქნებოდა Android და Chrome OS-ის ფრაგმენტები და მისი კოდური დასახელებაა Andromeda.

nougat-code

Android 7.0 Nougat-ის კოდში აღმოჩენილ იქნა სტრიქონები, რომლებიც ახალ საოპერაციო სისტემაზე მიუთითებენ. ფაილში SurfaceCompositionTest.java-ში, რომელიც მოწყობილობის გრაფიკულ შესაძლებლობებს აფასებს. ტესტირებიდან ჩანს, რომ Andromeda-ს უფრო მეტი მოთხოვნები აქვს გრაფიკასთან (8.0 ბალი) ვიდრე Android-ს (4.0 ბალი).

Nexus 9 პლანშეტის წარმადობა 8.8 ბალს აღწევს და სწორედ ეს მოწყობილობა არის აღჭურვილი NVIDIA Tegra K1 Kepler ჩიპით, რომელიც Andromeda-ს ტესტირებისას გამოიყენება და რამდენიმეჯერ არი მოხსენიებული Andromeda-ს შესახებ Android 7.0-ის კოდის კომენტარებში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Andromeda სპეციალურად ნოუთბუქებისთვის, ტრანსფორმერებისთვის და ასევე მძლავრი პლანშეტებისთვის მზადდება. შესაძლოა 4 ოქტომბერს Google-მა საოპერაციო სისტემის მუშა პროტოტიპიც გვაჩვენოს, ხოლო მისი სრული ვერსია სავარაუდოდ მომავალ წელს გახდება ხელმისაწვდომი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here