თუ დააკვირდებით ახალ MacBook Pro-ს შეამჩნევთ, რომ მას SD ბარათების სლოტი არა აქვს. კომპანია არ აპირებს სლოტის დაბრუნებას, თუმცა მათ მისი ამოღების მიზეზები დაასახელეს. Independent-თან იტერვიუში კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა ფილ შილერი ამობს, რომ ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მისი აზრით SD ბარათების სლოტი “უკვე ნაკლებად გამოიყენებოდა”. მან ასევე თქვა, რომ სლოტის დატოვება კომპრომისი იქნებოდა. შედეგად მაღალი ხარისხის პროფესიონალური კამერების მფლობელებს დამატებით CompactFlash ან XQD ბარათების წამკითხველის ყიდვა მოუწევთ. შილერი ამბობს, რომ უახლეს კამერებს უკვე შეუძლიათ მონაცემების უკაბელოდ გადაცემაც და ლეპტოპში რამის შეერთების საჭიროება არ არსებობს.
ახსნა განმარტება არ არის ლოგიკას მოკლებული, მაგრამ მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არ ეთანხმება. SD ბარათების სლოტის ამოღება შესაძლოა დიდი პრობლემაც არ იყოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრი პროფესიონალური კამერა SD საცავს იყენებს. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში გამოსული კამერების უმრავლესობას WiFi ადაპტერები აქვს, მაგრამ ბევრს მხოლოდ ახალ ლეპტოპთან თავსებადობის გამო ახალი კამერის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს.
შილერმა ასევე ახსნა, რომ Mac-ებს არ აქვთ “hey Siri” ასისტენტის აქტივაციის ფუნქცია ისევე, როგორც iOS მოწყობილობებზე. შეუძლებელი იქნება ასისტენტის გამოძახება გამორთულ კომპიუტერზე, ასევე ჩაძინებულ რეჟიმში. შილერი არც მომავალში გვპირდება რამეს, მაგრამ არ არის გამორიცხული მომავალში ასეთი შესაძლებლობა გაჩნდეს.
შილერი ასევე აღნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როცა Apple ახალ პროდუქტს გამოუშვებს ყოველთვის არის გარკვეული “ნაადრევი კრიტიკის და განხილვების ტალღა”, რომელიც დროთა განმავლობაში ცხრება და რა თქმა უნდა კომპანია “დაეხმარება მომხმარებლებს ამ ცვლილებების დაძლევაში”. მიუხედავად ყველაფრისა Apple-ის ონლაინ მაღაზია იღებს ყველაზე მეტ შეკვეთას ვიდრე “ნებისმიერი პროფესიონალური ნოუთბუქი მანამდე”. რა თქმა უნდა ეს გასაკვირი არ არის რადგანაც ძალიან ბევრი მომხმარბელი უკვე სამ წელზე მეტია ელოდება MacBook Pro-ს განახლებას.