Google-ის გამამართლებელი არგუმენტი მისი გახსნილობაა

Google-მა უპასუხა ევროპული კომისიის ბრალდებებს, რომელიც კომპანიის პროდუქტებს ეხება. ვრცელ ბლოგ-პოსტში ტექნოლოგიური გიგანტი ევროპის ბრალდებებს ნაბიჯ-ნაბიჯ პასუხობს. ყველაფერი იწყება იმით, რომ Android არ არის Apple-ის iOS-ის კონკურენტი და ციტირებს კიმისიისავე კვლევის შედეგებს.

app_real_estate

ბლოგპოსტში არის სპეციალური GIF ანიმაცია, რომელიც აჩვენებს თუ რამდენი აპლიკაცია არის ჩვეულებრივ წინასწარ დაყენებული Android მოწყობილობებზე და ადარებს მას სხვა პლატროფმებს. მაუნთივ ვიუს გამოკვლევების შედეგად Samsung Galaxy S7-ში Android 6.0.1-ზე არის 38  წინასწარ დაყენებული აპლიკაცია და მათ შორის Google-ის მხოლოდ 11. Microsoft Lumia 550-ზე 47-დან 39 აპლიკაცია მწარმოებელს ეკუთვნის, ხოლო Apple-ის iPhone 7-ზე წინასწარ დაყენებული ოცდაცხრამეტივე აპლიკაცია Apple-ს ეკუთვნის.

“Android არ უშლის ხელს კონკურენციას, პირიქით ეხმარება მას” – ამბობს Google-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი კენტ უოკერი. “ანდროიდი არის ყველაზე მოქნილი მობილური პლატფორმა, რომელიც ბალანსირებს ათასობით მწარმოებლის, ოპერატორის, დეველოპერის და მილიარდზე მეტი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად”

“ამ ბალანსის დარღვევა გაზრდის ფასებს და შეაფერხებს ინოვაციებს, შეამცირებს არჩევანს და კონკურენციას. ეს არ იქნება ცუდი შედეგი მხოლოდ ჩვენთვის. ეს იქნება ძალიან ცუდი მთელი ეკოსისტემისთვის და ყველაზე მეტად მომხმარებლისთვის.”

მიუხედავად ყველაფრისა ბრძოლა გრძელდება და იმედია შემდეგ რაუნდში ისევ არ გაჟონავს ევროპული კომისიის დასკვნები დროზე ადრე.

წინა სტატიაგამოვიდა HTC Bolt
შემდეგი სტატიაSamsung-მა Harman 8 მილიარდ დოლარად შეიძინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი