Microsoft-ის პირველი მცდელობა Windows-ის ARM პლატფორმაზე გამოეშვა კრახით დასრულდა, თუმცა ეს არ გამორიცხავს მეორე მცდელობის წარმატებას. Qualcomm-თან ერთად გაკეთებულ ანონსში საუბარია, რომ Windows 10 თავსებადი იქნება შემდეგი თაობის Snapdragon მობილურ პროცესორებთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სრულფასოვანი საოპერაციო სისტემა Win32 აპლიკაციების მხარდაჭერითა და უნივერსალური აპლიკაციების მხარდაჭერით. რა თქმა უნდა საუბარი არ არის არანაირ შეკვეცილ ვერსიაზე, როგორიც მაგალითისთვის Windows RT იყო.

არც ერთი კომპანიას არ უსაუბრია ტექნიკურ დეტალებზე, მაგრამ რასაც მოველით ეს არის Windows 10 მოწყობილოები, რომლებიც ძალიან მსუბუქი და ენერგოეფექტური იქნება. რა თქმა უნდა ეს ჩიპები მობილურ მოწყობილობებზეა გათვილი და აქვთ მობილური ქსელების მხარდაჭერაც. პირველი Windows 10 Snapdragon პერსონალური კომპიუტერები უკვე მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა სრულყოფილ პროდუქტებს ალბათ 2018 წელს ვიხილავთ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here