Google გამოირჩევა იმით, რომ ხშირად აანონსებს ახალ პროექტებს და ხურავს არსებულებს. გასული წლის დეველოპერების კონფერენციაზე კომპანიამ წარმოადგინა Brillo და Weave პროექტები, რომლებიც საგნების ინტერნეტისთვის იყო განკუთვნილი. Brillo იყო სპეციალური Android საოპერაციო სისტემა ხოლო Weave ქსელური პროტოკოლი. ორი წლის შემდეგ კი მათ ახალი საოპერაციო სისტემა Android Things წარმოადგინეს, რომელიც Brillo-ს ჩაანაცვლებს.
Android Thins არის კომპლექსური გადაწყვეტილება, ორმელიც Android-ის ბაზაზე საგნების ინტერნეტის მხარდაჭერას იძლევა სპეციფიური მოწყობილობებისათვის. ახალი საოპერაციო სისტემა თავსებაია ძველ Brillo-სთან ამიტომაც დეველოპერებს არანაირი პრობლემები არ შეექმნდებათ. სისტემა საშუალებას იძლევა გამოიყენოთ Android API და Google-ის სერვერისები Android Studio, Google Play Services და Google Cloud Platform-ის საშუალებით.
Google გვთავაზობს დეველოპმენტისთვის გამოვიყენოთ უკვე არსებული აპარატული პლატფორმები, როგორიცაა Intel Edison, NXP Pico და Raspberry Pi 3. ეს მოწყობილობები ერთმანეთთან კავშირს Weave-ს საშუალებით დაამყარებენ, რომელიც ასევე განახლდა და ძალიან მარტივად აძლევს დეველოპერებს წვდომას Google Assistant სერვისთანაც. ასევე Google-მა თავისი Internet of Things, Weave და Nest გუნდების გაერთიანებაზეც ისაუბრა, რაც ამ მოწყობილობების ერთმანეთთან თავსებადობას კიდევ უფრო გაზრდის.
დეველოპერებს უკვე შეუძლიათ გადმოიწერონ Android Things-ის წინასწარი ვერსია და უფრო დეტალურად გეცნონს სისტემას ოფიციალურ სატიზე.