დიდი დიაგონალის მქონე ტელევიზორები ძალიან კომფორტულია ფილმებისა და ტელეგადაცემების საყურებლად, მაგრამ ასეთი მოწყობილობების ქონის ფუფუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და მათი განთავსებაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მათთვის ვისაც მაინც სურს დიდი ეკრანით სიამოვნების მიღება ვურჩევთ ყურადღება შეაჩერონ პრეოქტრორებზე. CES 2017-ის დაწყებამდე, რომელიც იანვარში შედგება ლას-ვეგასში, კომპანია LG-მ დაანონსა კომპაქტური ლაზერული პროექტორი ProBeam, რომელიც სახლის კინოთეატრისთვისაა განკუთვნილი.

პროექტრორი 2,1 კილოგრამს იწონის და ამით ის ყველაზე მსუბუქი ლაზერული სისტემაა, რომელსაც 2 000 ლუმენი განათება აქვს. პროექტრორში ხმის დამუშავების საფირმო სისტემა გამოიყენება, რომელიც ნებისმიერ Bluetooth მოწყობილობასთან კავშირდება. LG ProBeam-ს გამოსახულების უკაბელოდ გადაცემის ტექნოლოგიის მხარდაჭერაც აქვს Miracast-ის საშუალებით, რომელიც მობილურ და სამაგიდო პლატფორმებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სიახლე webOS საოპერაციო სისტემით იმართება და LG MagicRemote Control პულტით იმართება, რომელიც კარგად არის მორგებული სამომხმარებლო ინტერფეისზე. ამის გარდა მომხმარებლებს შეუძლიათ უამრავი ონლაინ სტირმინგის სერვისებით სარგებლობა, რომლებიც webOS-ში არის წარმოდგენილი.

ღირებულება და გაყიდვების დაწყვების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here