ბოლო დროს პოპულარული ბრაუზერების შემქმნელები არც ისე ხშირად გვთავაზობენ ინოვაციურ სიახლეებს. ხშირად თამამ ექსეპერიმენტებზე თანხმდებიან ისინი ვინც ჯერ კიდევ არ გამოსულან ბაზარზე. მიუხედავად ამისა მსხვილი კომპანიებიც ხანდახან გვთავაზობენ რეალურ სიახლეს. რამდენიმე დღის წინ Opera-მ, რომელიც ჩინური კონსორციუმს მიეყიდა ახალი ექსპერიმენტურლი ბრაუზერი წარმოადგინა. სიახლის სახელია Opera Neon.

მოკლედ, რომ ვთქვათ Opera Neon საკმაოდ განსხვავდება ტრადიციული ბრაუზერებისგან. დეველოპერებმა უარი თქვეს ჩვეულებრივი მისამართის ზოლზე, ჩანართების პანელზე და სანიშნებზე, ხოლოდ საიტები დამატებით ფანჯრებში იხსნება, რომლებიც ბრაუზერს ზევიდან ფარავენ. ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, თუმცა არც ისე მოსახერხებელია.

ჩანართების ნაცვლად ყველა გახსნილი საიტის ღილაკი გამოისახება. ახალი საიტის გასახსნელი ღილაკი ეკრანის მარცხენა მხარეს განთავსებულ პანელშია მოთავსებული. ასევე მარცხნივა არის სპეციალური განყოფილებსა სადაც ხვდება ყველა ჩანართი ხმითა და ვიდეოთი, სქრინშოთების შესაქმნელი განყოფილება და ჩამოტვირთვები.

რაც შეეხება სანიშნებს და მისამრთის ზოლს, მათი ანალოგი ცარიელ ეკრანზეა გამოსახული. მართალია ისინი არც ისე მოსახერხებელია მაგრამ საინტერესოდაა მოწყობილი. Opera Neon-ის დეველოპერებმა არ გაითვალისწინეს არანაირი ფილტრები და ფოლდერები, რომლებიც სანიშნების ორგანიზებისთვის იქნებოდა გამოსადეგი. ახალი ბრაუზერის კიდევ ერთი ნაკლი ჩანართების მხარდაჭერის არქონაა თუმცა ახალი პროექტისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

Opera-ს წარმომადგენლები ხაზგასმით ამბობენ, რომ Neon თავიდნვე ექსპერიმენტად განიხილებოდა. მისი საშუალებით ისინი აპირებდნენ გარკვეული ახალი ფუნქციონალისა და იდეების შემოწმებას, რომლებიც მომავალში Opera-ში შეიძლება ვიხილოთ.

Opera Neon-ის გადმოწერა შესაძლებელია პროექტის ოფიციალური საიტიდან.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here