Chrome ყველაზე პოპულარული ბრაუზერია მსოფლიოში და სწორეად ამიტომ კომპანია Google დაუღალავად მუშაობს მისი გაუმჯობესიებისათვის, რაც ლიდერს პოზიციების შენარჩუნებისათვის აუცილებელია. Chrome 56 სტაბილურ ვერსიაში 28%-ით აჩქარდა გვერდის გადატვირთვის სიჩქარე, მაგრამ სიახლეები ამით არ ამოწურულა. ოფიციალურ ბლოგში გამოჩნდა ჩანაწერი იმის შესახლებ, რომ ბოლო თვეების განამავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა წარმადობის გაუმჯობესების მიმართულებითაც. აღმოჩნდა რომ Chrome ჭკვიანურად უვლის გვერდს იმ ამოცანებს, რომლის შესრულებაც სავალდებულო არ არის მიმდინარე მომენტისათვის და ირჩევს ისეთ ალგორითმებს, რომელბიც ოპტიმალურია რენდერინგისთვის და სისტემურ რესურებსაც უკეთესად იყენებს. ამის წყალობით საიტები არა თუ ჩქარა იტვირთება არამედ უფრო სხარტადაც რეაგირებს.
Chrome-ის დეველოპერების გუნდმა ბრაუზერი რენდერინგი ისე მოაწყო, რომ ყოველი ვებ-საიტი 60 კადრი/წამში სიხშირით გამოისახება. რაც უფრო ნაკლები დრო არის საჭირო ყოველი კადრის რენდერისთვის მით უფრო მეტი დრო რჩება სკრიპტებისა და კონტენტის ჩამოტვირთვისათვის. უმრავლესობა ბოლოს მოხდენილი განახლებებისა სწორედ ყოველი კადრის რენდერზე დატვირთვის შემცირებას ემსახურებოდა, რამაც საობოლოოდ საიტების უფრო სწრაფად გახსნა გახადა შესაძლებელი.
როცა Chrome ემზადება ვებ-საიტის ჩასატვირთად მან უნდა განსაზღვროს, რომელი ელემენტები უნდა გადაიხატოს და რომელი შეიძლება პირდაპირ ამოიღოს წინა კადრის კეშიდან. იმისთვის, რომ ეს ამოცანა გამარტივდეს ბრაუზერი თვალს ადევნებს ბრძანებეს, რომელიც ყოველი ელემენტისათვის გაიცემა და შეუძლია განსაზღვროს ზუსტი რეგიონები, რომელბის გადახატვაც მოუწევს ახალი კადრის გამოჩენისას.
Google უკვე იყენებს რენდერინგის ახალ მეთოდებს Chrome-ში Android, Windows და macOS პლატფორმებზე.