მაუნთინ ვიუს ქალაქის საბჭომ დაამტკიცა Google-ის ახალი შტაბ-ბინის მშენებლობის ნებართვა, რომელიც ახალ ეკოლოგიურად სუფთა Charleston East-ში აშენდაბა. მშენებლობა უკვე მიმდინარე წლის აპლილიდან დაიწყება.
ახალი კომპლექსის ფართობი, რომელიც მიმდინარე ოფისის გვერდით აშენდება 55 000 კვადრატული მეტრი იქნება. სამშენობლო გეგმის მიხედვით ორ-სართულიანი შენობა 2,7 ათას თანამშრომელს დაიტევს.
როგორც ცნობილია Google-ს ახალი ოფისის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე უკვე 10 წელია უნდა, მაგრამ ადგილობრივი მთავრობა პროექტზე უარს ამბობდა და შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღწეული როცა Google დაეთანხმა იმაზე, რომ მიმდებარე ტერიტორა თავისუფლად იქნებოდა ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის.
კომპლექსის პირველ სართულზე და გარშემო ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები და კაფე იქნება განთავსებული, რომლითაც არა მხოლოდ თანამშრომლები არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.
ნაკვეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში გაიხსენბა ღია სცენა ფესტივალების, ფუფ-მარკეტების, კონცერტების, ღონისძიებებისა და აიტი გამოფენებისათვის. მშენებლობის პროცესში კომპანიას მოუწევს 200 ხის მოჭრა, რომელთაგან ნახევარი სექვოიებია. Google-მა პირობა დადო 300 ახალი დარგოს, რომელთა შორის იქნება მუხები, ლეღვები და ამერიკული ალვები იქნება.
პროექტის თანახმად შენობას გამჭვირვალე შუშის კედლები ექნება და სახურავი მთლიანად მზის პანელებით იქნება დაფარული. მშენებლობის უფლებისათვის კომპანია ადგილობრივ მთავრობას 600 მილიონს გადაუხდის და ყოველწლიურად 2,25 მილიონს პარკინგისთვის, რომელიც მეზობელ ნაკვეთშია განთავსებული.
Google-ის ახალი შენობის მშენებლობა 2019 წლისათვის დასრულდება.