6 აპრილს You-Tube-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არხების მფლობელები, რომლებსაც ჯამში 10 ათასზე ნაკლები ნახვა აქვს ვერ შეძლებენ მონეტიზაციას YouTube Partner Program-ის ფარგლებში. ეს პროგრამ 2007 წლიდან მოქმედებს და ბევრი ავტორისთვის შემოსავლის უმთავრესი წყარო გახდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი სელებრითიც კი გახდა.
დასაწყისიდანვე პარტნიორული პროგრამით სარგებლობა ჩითერებმა დაიწყეს და YouTube-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მათი პრობლემა ამ გზით მოეგვარებინა. ადმინისტრაცია ამბობს, რომ დღეისათვის კომპანიამ დახურა ასობით ათასი არხი, რომელიც კონტენტის გამოქვეყნების წესებს არღვევდა. კიდევ ერთი დაცვის მექანიზმი სწორედ ამ ახალი წესით ჩამოყალიბდა, რომლის თანახმადაც 10 000 ნახვა საკმარისია იმისთვის, რომ განისაზღვროს არღვევს თუ არა არხი დადგენილ წესებს. ამავდროულად უცნობია რამდენად აისახება ასეთი დაბალი ლიმიტი ნამდვილად ფასეულ პარტნიორებზე უცნობია. ამის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ შეზღუდვას არ აქვს პირიქით ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გამომუშავებულ ფულს არავინ არ წაართმევს იუთუბერებს, რომლებსაც არხზე ჯამში 10 ათასი ნახვა არ აქვთ.
უახლოეს მომავალში ჩაირთვება 10 000 ნახვის მქონე არხების მოდერაციის სპეციალური სისტემა, რომელიც პარტნიორულ პროგრამაში ჩართვის კანდიდატები არიან. მანამ სანამ მოდერატორები არ გადაამოწმებენ იმას, რომ არხი შეესაბამება წესებს, რეკლამა მათზე არ განთავსდება.
მიზეზები რის გამოც YouTube-მა გაამკაცრა რეკლამის განთავსების წესები მარკეტოლოგი ერიკ ფეინბერგის (Eric Feinberg) საქმიანობაა, რომლის კომპანიაც Gipec (Globa intellectual Property Enforcement Center) კონტენტის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. ფეინბერგმა “გამოიგონა” ავტომატური სისტემა, რომელიც საიტებს და ვიდეო-რგოლებს ეძებს სადაც ჰეითსფიჩი და სხვა ექსტრემისტული მოწოდებებია გამოქვეყნებული. მან გამოავლინა ასეთი კონტენტის შემცველი არხებიც, რომლებზეც რეკლამაც კი დაშვებული იყო.
ამან ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რეკლამის შემკვეთებს შორის. მათ ბრალს ტერორიზმის, რასიზმის და ფაშიზმის დაფინანსებაშიც კი დებდნენ.
ბატონი ფეინბერგი არც კი მალავდა, რომ მისი მიზანი საკუთარი ტექნოლოგიის გაყიდვა/ლიცენზირება იყო, რომლის საშუალებითაც “ჰეითერული” კონტენტის გამოვლენაა შესაძლებელი Google-სა და სხვა კომპანიებში. ამ მიზნით ის სკანდალებს აგორებდა და აძლევდა კომპანიებს მაგალითს, რომლებსაც ძან ეშინიათ მსგავსი ბრალდებების. ერთი მეორის მიყოლებით მსხვილი რეკლამის მომწოდებლები აჩერებდნენ თავიანთ სარეკლამო კამპანიას, რომ შემთხვევით არ გახვეულიყვნენ სკანდალურ ისტორიაში.
ამ ყველაფრის შედეგად YouTube იძულებული გახდა გაემკაცრებინა კონტენტის შემოწმების წესები, რომლებზეც რეკლამა თავსდება. კომპანია Google ოფიციალურ ბლოგში გვპირდება, რომ უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს პოზიციებზე სადაც მოწმდება რეკლამირებული კონტენტი. მიუხედავად ამისა ფეინბერგი ამბობს, რომ Google-ს არაფერი გამოუვა გარდა მისი პატენტის დარღვევისა, რაც სპეციფიური ფრაზების ავტომატურ ძიებას უზრუნველყოფს.
ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ “გამომგონებელი” შეძლებს სასამართლოში დაამტკიცოს თავისი პატენტის დარღვევის ფაქტი, რადგანაც კონტენტის შემოწმება წესების დაცვაზე კომპანიის ჩვეულებრივი ფუნქციონალის ნაწილია და მსგავსი მონიტორინგი YouTube-ზე 2015 წლიდან არსებობს. მიუხედავად ამისა ფეინბერგი თვლის, რომ Google-სა და სხვა კომპანიებისთვის მაინც მნიშვნელოვანია მისი ტექნოლოგიის დაპატენტება, იმიტომ, რომ მრავალი წლის მოუშაობის პერიოდში მან დააგროვა ათასობით სიტყვისა და ფრაზის შემცველი მონაცემთა ბაზა, რომელიც დაკავშირებულია რეაქციულ აქტივობებთან.