ორი წლის წინ Google-მა Jump VR პლატფორმა წარმოადგინა, რომელიც მომხმარებლებს ღრუბლოვან სერვისს და ჭკვიანი შერწყმის ალგორითმებს თავაზობდა 360 გრადუსიანი ვიდეოების შესაქმნელად. კომპანია GoPro-სთან პარტნიორობით შეიქმნა Odyssey – 16 კამერიანი დანადგარი, რომელიც პირველი კამერა იყო სადაც Jump პროგრამული უზრუნველყოფა ჩააშნენს. ახალ უკვე Google მზად არის ახალი თაობის Jump-ისთვის და პარტნიორობა უკვე ახალ კამერების მწარმოებელთან დაიწყო. მოწყობილობა Yi Halo გაყიდვაში 16 999 $ შემოვა და მას კომპანია “შემდეგი თაობის Jump კამერად განიხილავს.
Yi Halo შეიქმნა Yi Technology-სთნ კოლაბორაციის შედეგია და Xiaomi-ს ეკუთვის. რა თქმა უნდა Halo 17 ცაკლეული 4K კამერისგან შედგება. 16 მათგანი განთავსებულია წრეზე და ერთი, რომელიც ზევით იცქირება ცენტრშია მოთავსებული, რითაც გადაღებულ ვიდეოებში ზევით ახედვაც იქნება შესაძლებელი. კამერას შეუძლია 8K და 8K სტერეოსკოპული VR-ის გადაღება 30 კადრი წამში სიხშირით, 6K გარჩევადობის შემთხვევაში კონტენტის ფრეიმრეიტი 60 fps-მდეც კი იზრდება. Yi-ს ხელმძღვანელი შონ და ამბობს, რომ კამერა მომხმარებლბეს მისცემს სრულ კონტროლს ისეთ პარამეტრებზე როცორიცაა ISO, თეთრის ბალანსი და ბრტყელი ფერების რეჟიმი.
მოწყობილობა ერთობლიობაში 3.4 კილოგრამს იწონის დაახლოებით. მოწყობილობა საჯაროდ Google-ის სან-ფრანცისკოს ოფისში აჩვენეს და პირველი შთაბეჭდილებებით ის საკმაოდ მსუბუქი აღმოჩნდა. პორტატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია VR-ის სამყაროში, როცა პროფესიონალური 360 გრადუსიანი კამერები ხშირად მძიმეა და დიდ მოცულობას იკავებენ. ჩაშენებული აკუმლატორის წინასწარი მონაცემებით 100 საათს გაძლებს გადაღების რეჟიმში, თუმცა მოწყობილობა ცვლადი დენის წყაროდანაც მშვენივრად მუშაობს. როგოცრ Yi-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა Yi Halo სხვა მწარმოებლების აკუმლატორებითაც იმუშავებს, რაც საველე პრიობებში მუშაობას ძალიან გაამარტივებს.
Halo-ს პატარა ზომის თაჩ-ეკრანის პანელი აქვს სადაც შეგიძლიათ დანადგარის პარამეტრების მონიტორინგი. ეკრანზე შეძლებთ გაიგოთ აკუმლატორის მოცულობა და SD ბარათების სტატუსი ყოველი კამერისთვის. ასევე შეიქმნა Android აპლიკაცია, რომელიც კამერის დისტანციურად მართვას ახორციელებს, გარდა ამისა აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის პროგრამულად განახლება, რომელიც ასევე შესაძლებელია ზემოთ აღნიშუნლი პანელიდანაც.
როგორც Jump-ის პროდუქტების მენეჯერი ამბობს “კამერა პროგრამული უზრუნველყოფის გათვალისწინებით შეიქმნა. ამის მაგალითია ზევით მიმართული კამერა.” ის ზუსტად ზევით არ არის და ოდნავ ჩაძირულია შუისკენ. “ჩვენ ეს გეომეტრიული გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ავტომატური შერწყმისას უკეთესი შედეგები მიგვეღო” – ამბობს ემილი პირსი.
Halo-ს ასევე შეუძლია თაიმლაპსების გადაღებაც, ავტომატური სიღრმის რუკის გენერაცია და მკვეთრი ფოკუსი აქვს მაშინაც კი თუ ობიექტი კამერასთან ძალიან ახლოსაა. Milk VR-ისა დამფუძნებელმა, რომელმაც უკვე გამოსცადა ეს მოწყობილობა უკვე მაღალი შეფასება მისცა მის “დინამიურ დიაპაზონსა” და “ფერების რეპროდუქციას”, განსაკუთრებით ეს წინა მოდელთან შედარებისას იგრძნობა. კამერამ კარგი შედეგები აჩვენა დაბალი განათების პირობებში, როგორც არმადნო კირვინი ამბობს: “ჩვენს შიდა ტექნიკურ ტესტებში ეს კამერა ყველაზე კარგია რაც კი რამ გაგვისინჯავს”