მას შემდეგ რაც ამერიკის ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა, ბიზნეს-სექტორმა დაიწყო კუნძულზე საკუთარი გავლენის მოპოვების გზების ძიება. Google-მათ შორისაა ვინც ობამასთან ერთად პირობა დადო, რომ დაეხმარებოდა კუბას WiFi-სა და მაღალი გამტარობის ინტერნეტის დანერგვაში. კუბის ნაციონალური ტელეკომის ETECSA ოფიციალურად დაუკავშირდა Google-ს დეკემბერში და დღეს უკვე მათი ერთობლივი ძალისხმევით საძიებო გიგანტი პირველი უცხოური პროვაიდერი გახდა კუძნულზე.
პირველად Google-მა კუბისკენ ნაბიჯი Chrome-ის გააქტიურება იყო ამ რეგიონისთვის 2014 წელს. სერვერები, რომლებიც კომპანიამ დღეს ჩართო Google Global Cahce-ის ნაწილია, რომელიც გლობალურ ქსელს წარმოადგენს სადაც ლოკალურად ინახაება პოპულარული ვიდეოები და კონტენტი, რომელიც კონკრეტულ რეგიონშია პოპულარული. ამით მასზე წვდომის ხარჯები მცირდება და იზრდება სერვისის მიწოდების სიჩქარე და შესაბამისად ხარისხიც. კუბაში ინტერნეტზე წვდომა შესაძლებელია 240 საჯარო დაშვების წერტილებიდან, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული. რა თქმა უნდა ეს ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩაკეტილი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.