პირველი ინფორმაცია Google-ის ახალი საოპერაციო სისტემის Fuchsia-ს შესახებ გასული წლის აგვისტოში გამოჩნდა. Fuchsia არ არის Linux-ზე დაფუძნებული ისევე, როგორც Chrome OS და Android და Magneta პროპრიეტარულ ბირთვზე მუშაობს. პროექტის დოკუმენტაციაში Google ამბობს, რომ ბირთვი თანამედროვე სმარტფონებისთვის და პერსონალური კომპიუტერებისთვისაა შექმნილი, რომლებსაც სწრაფი პროცესორები და არც ისე ცოტა ოპერატიული მეხსიერება აქვს. ადრე სისტემას მხოლოდ ტექსტური ინტერფეისი ქონდა, მაგრამ ახლა უკვე Google-მა გრაფიკული ინტერფეისიც შექმნა.

მთელი სისტემური ინტერფეისი დაწერილია საკუთარ პროგრამირების ენაზე Dart და Google Flutter SDK-ს იყენებს, რომელიც თავიდანვე კროსპლატფორმულ აპლიკაციებზე იყო გათვლილი iOS და Android პლატფორმისათვის.

სისტემის გრაფიკულმა ინტერფეისმა კოდური დასახელება Armadillo მიიღო. Ars Technica-ს სპეციალისტებმა დააკომპილირეს საწყისი კოდი Android SDK-ში და პირველი სქრინშოტების გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ მთავარი ეკრანი ვერტიკალურ სიას წარმოადგენს ავატარით, თარიღით და აკუმლატორის ინდიკატორით ცენტრში. პროფილის სურათზე დაჭერით სწრაფი პარამეტრების მენიუ იხსნება სადაც შეიძლება ავტომატური შემობრუნების, ჩუმი რეჟიმის, ფრენის და სხვა რეჟიმების ჩართვაა შესაძლებელი.

ავატარის ზევით მოთავსებულია “ისტორია”. ეს პუნქტი დოკუმენტაციაში აღწერილია, როგორც “აპლიკაციების კრებული, რომლებიც მომხმარებლისთვის მუშაობენ გარკვეული მიზნის მისაღწევად”. მენიუ მუშაობს ისევე, როგორც ბოლოს გაშვებული აპლიკაციების სია Android-ში, მაგრამ Fuchsia-ში ისტორიების “კლასტერებად” გაერთიანება არის შესაძლებელი.

თუ ერთ ისტორიას გადავიტანთ მეორეზე, გაიხსნება გაყოფილი ეკრანის რეჟიმი. მომხმარებელი შეძლებს გამოიყოს სივრცე ეკრანზე ორ ან სამ აპლიკაციას ვერტიკალური ან ჰორიზონტალური განლაგებით.

ავატარის ქვევით გამოსახულია ძიების პანელი, რომელიც Google Now-ს ბარათებია. დოკუმენტაციაში არ არის აღწერილი ზუსტად თუ როგორ იმუშავებს ინტერფეისის ეს ელემენტი. ვარაუდობენ, რომ ეს ლანჩერის ანალოგიური იქნება.

Fuchsia OS ჯერ-ჯერობით დეველოპმენტის პროცესშია, ამიტომაც ყველა დეტალი შეიძლება შეიცვალოს. ასევე არ არის ცნობილი თუ რისთვის გამოიყენებს Google ახალ სისტემას, ამიტომაც უნდა დაველოდოთ ახალ ჭორებსა და მინიშნებებს კომპანიისგან.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here