სპეციალურ ბრძანებას პრეზიდენტმა პოროშენკომ 16 მაისს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც უკრაინის ტერიტორიაზე დაიბლოკება Mail.ru, Вконтакте, Одноклассники და სხვა რუსული რესურსები. დოკუმენტი პრეზიდენტის პორტალზეა გამოქვეყნებული.

შეზღუდვები, რომელიც დაწესდა განიხილება, როგორც ექკონომიკური სანქციების გაფართოება. გამომდინარე იქიდან, რომ საიტები და სერვისები, რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი რუსული კომპანიების საკუთრებაა, ქვეყნის მთავრობამ მიიღო მათი დაბლოკვის გადაწყვეტილება. სერვისებზე წვდომა ჯერ-ჯერობით არ შეზღუდულა, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მოხდება, როცა უკრაინული პროვაიდერები პრეზიდენტის ბრძანების შესრულებას დაიწყებენ.

ბლოკირება Yandex-ის სერვისებსაც შეეხო.

ონლაინ რესურსების გარდა სანქციები შეეხო ისეთ კომპანიებს, როგორიცაა კასპერსკის ლაბორატორია და DrWeb. სავარაუდოდ სანქციები ამ კომპანიების პროდუქტების გაყიდვებსაც შეეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია კომპანია 1С Мультимедіа Україна რომელიც 1С-ის წარმომადგენელია უკრაინაში. საუბარია ამ კომპანიის პროდუქტების აკრძალვაზე უკრაინის ტერიტორიაზე. კიდევ ერთი აკრძალვა კომპანია ABBYY-საც შეეხო.

სერვისების ბლოკირების გარდა სანქციებში მოხვედრილ კომპანიებს ეკრძალებათ საქმიენობა 3 წლის ვადით. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.

წინა სტატიასმარტ-ბალიში Sunrise Smart Pillow დილას გაღვიძებას სასიამოვნოს გახდის
შემდეგი სტატიაHTC U11 – ოფიციალურად გამოვიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი