Google I/O 2017-ზე კომპანია Google-მა მომავლის გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ოფიციალურად წარმოადგინას Android საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია. რა თქმა უნდა დაიწყო ღია ბეტა ტესტირების პროცესიც და დეველოპერებმა იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეები აღმოაჩინეს მასში, რომ აის შესახებ საკუთარ ბლოგებშიც კი წერენ ვრცელ მიმოხილვებს. ჩვენ შევეცადეთ თავი მოგვეყარა ამ სიახლეებისთვის ერთ პოსტში და თქვენთვის შემოგვეთავაზებინა.
გრაფიკული დრაივერების განახლება
Android Firesire Chat-ის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მალე მომხმარებლები შეძლებენ გრაფიკული დრაივერების განახლებას GooglePlay-ს საშუალებით. ჯერ-ჯერობით არ არის ინფორმაცია თუ როგორ იმუშავებს ეს და თუ რომელი მწარმოებლები მოახდენენ ამას, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს Android O-ს მოდულური სტრუქტურის დამსახურებაა.
მოსალოდნელია, რომ ამის წყალობით არ განმეორდება სიტუაცია, რომელიც Snapdragon 800/801 პროცესორებზე აწყობილ სმარტფონებს შეემთხვათ: მათ ვერ მიიღეს Android 7.0 Nougat-ის მხარდაჭერა.
დაცვა გამომძალველი ვირუსებისგან
თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მთელი ანდროიდ მოწყობილობების 40% დაუცველია გამომძალველი აპლიკაციებისგან. ეს ყველაფერი აპლიკაციების უფლებებს უკავშირდება, რომლის წყალობითაც მათ ეძლევათ საშუალება სხვა აპლიკაციები გადაფარონ. მაგალითისთვის Twilight აპლიკაცია ამის წყალობით ეკრანს ფილტრს ადებს, თუმცა ბოროტმოქმედებს შეუძლიათ ეს ფუნქცია რეკლამის გამოსატანად და ეკრანის დასაბლოკად გამოიყენონ სადაც გამოსახული იქნება გამოსასყიდის მოთხოვნა.
Google-მა ეს პრობლემა გადაწყვიტა და უკვე Android O-შ მოხმარებლი მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ რომელითაც აპლიკაცია შეძლებს გამოიტანოს ინფორმაცია სხვა აპლიკაციების ზევიდან. სწორედ ამ შეტყობინებიდან შეძლებთ მომავალში კონკრეტული აპლიკაციისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვას, რაც პრობლებას საბოლოოდ აგვარებს.
ძიება პარამეტრებში
Android 7.0 Nougat-დან დაწყებული კომპანია Google-მა რამდენიმეჯერ შეცვალა პარამეტრების მენიუს დიზაინი და ცდილობს ის რაც შეიძლება უკეთესი იყოს. Android O-ში პარამეტრებში ძიება უფრო მოხერხებული და სასარგებლო იქნება. ასე გამოიყურება Nougat-ის პარამეტრების მენიუ:
ასეთი იქნება იგივე მენიუ Android O-ში:
როგორც ხედავთ ძიებიდან პირდაპირ შეიძლება ყველა დაყენებული აპლიკაციის პარამეტრები შესვლა. ამის გარდა ძიების შედეგებთან ერთად იქნება განყოფილებების და ფუნქციების მოკლე აღწერაც.
სისტემის განახლება
Android O-ში ასევე იქნება შესაძლებლობა დააპაუზოთ მსხვილი სისტემური განახლებების გადმოწერის პროცესი.
გარდა ამისა თუ ჩამოტვირთვა გაითიშება არასტაბილური კავშირის გამო ან სხვა მიზეზით ეს პროცესი თავიდან არ დაიწყება და გააგრძელებს იქიდან სადაც გაწყდა.
Wi-Fi-ის ავტომატური ჩართვა
Android O-ს კიდევ ერთ სიახლე Wi-Fi-ს ავტომატური აქტივაცია იქნება. პარამეტრებში თქვენ შეძლებთ მიუთითოთ სანდრო Wi-Fi ქსელები, რომლებთან მიახლოებისას სისტემა მათ ავტომატურად დაუკავშირდება.
კომპიუტერის მაუსის მხარდაჭერა
Android საოპერაციო სისტემა არასდროს არ უჭერდა ოფიციალურად მხარს პერსონალურ კომპიუტერებს. ეს ყველაფერი მხოლოდ გარეშე დეველოპერების დახმარებით ხორციელდებოდა, როგორიც არის Androdi x86 ან Remix OS. Google-მა გადაწყვიტა გაუმარტივოს ბევრ მომხმარებელს და დეველოპერს საქმე და Android O-ში მაუსის კურსორზე წვდომა გახადა შესაძლებელი.
Android O-ში გამოჩნდა ახალი API პროგრამირებისთვის requestPointerCapture რითაც დეველოპერები შეძლებენ კურსორზე მიიღონ წვდომა და სისტემური კურსორის ნაცვლად გამოსახონ ის ფუნქციონალი, რომელიც მათთვის იქნება საჭირო კონკრეტულ აპლიკაციაში, რაც აპლიკაციებით სამაგიდო ვერსიაში სარგებლობას უფრო კომფორტულს გახდის.