კომპანია Google-მა დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებული ახალი სერვისი, გაუმჯობესებული Google Assistant და Android-ის ახალი ვერსიის შესახებ ისაუბრა. ასევე აღმოჩნდა, რომ Google მომხმარებლებს სამსახურის მოძებნაშიც დაეხმარება.

როგორც სუნდარ პიჩაიმ თქვა Android-ის ბაზაზე უკვე 2 მილიარდი მოწყობილობა მუშაობს, რომელთა შორისაა სმარტფონები, პლანშეტები საათები და ა.შ.

სისტემაშ იქნება Vitals სერვისი, რომელიც მოწყობილობის უმთავრეს მჩვენებლებს გაუწევს მონიტორინგს და ამის საფუძველზე დაზოგავს აკუმლატორის მუხტს, უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და გაზრდის წარმადობას. ახალი სისტემა უფრო სწრაფად ჩაიტვირთება და სმარტფონებიც სწრაფად იმუშავებენ. კომპანიამა Google Sheets-ის მაგალითზე აჩვენა, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ აპლიაკციის წარმადობა გაორმაგდა.

ველების ავტომატურად შევსება ყველა აპლიკაციაში იმუშავებს – მონაცემები Chrome-ის ბუფერიდან იქნება მიწოდებული. ახლა უკვე არ იქნება საჭირო პაროლის შეყვანა Twitter-ის კლიენტისათვის თუ ეს მონაცემები უკვე შენახული Google-ის ღრუბელში.

ამის გარდა შემოვიდა ხელოვნური ინტელექტის ელემენტები ტექსტის კოპირებისას. სისტემა ავტომატურად ამოიცნობს სახელებს, სახელწოდებებს, ტელეფონის ნომრებს და სხვა მონაცემებს და მათზე დიდი ხნით დაჭერის შემთხვევაში შესაბამისი აპლიკაცია გაიხსენბა. მაგალითად მისამართის მონშვნისას გამოჩნდება რუკების აპლიკაციის პიქტოგრამა.

სამუშაო მაგიდაზე მოთავსებულ პიქტოგრამებს ბეიჯები გაუჩნდა, რომელბიც შეტყობინებების რაოდენობას აჩვენებს – ფუნქციას Notification Dots დაარქვეს. პიქტოგრამაზე ხანგრძლივი შეხებით გაიხსნება ამ შეტყობინებების ჩმონათვალი.

აპლიკაციების მაღაზიაში გამოჩნდება საშიში აპლიკაციების შესახებ შეტყობინება რომელსაც Google Play Protect სერვისი ასკანირებს, რაც ერთგვარი ჩაშენებული ანტივირუსის ფუნქციასაც ასრულებს. ამით მოწყობილობა ვირუსებისგან და სხვა მავნე აპლიკაციებისგან იქნება დაცული. Play Protect-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება დაკარგული სმარტფონის მოძებნა ისევე, როგორც ეს iOS-ში ხორციელდება შესაბამისი ფუნქციის საშუალებით.

ახლა უკვე Android მოწყობილობებზე შესაძლებელი იქნება ვიდეოს პატარა ფანჯარაში გაშვება. მსგავსი ფუნქცია უკვე არის ბევრ აპლიკაციაში, ამგრამ ახლა ეს უკვე სისტემის სტანდარტული შესაძლებლობა იქნება ნებისმიერ მოწყობილობაზე.

ასევე შესაძლებელი გახდა დამატებით ეკრანებთან მუშაობა, დაშორებული მართვა და კონტროლი. როგორც ჩანს Google ემზადება იმისთვის, რომ Android მალე კომპიუტერებზე იქნება პორტირებული და სავარაუდოდ Chrome OS-ს ჩაანაცვლებს ან შესაძლოა ვიხილოთ Microsoft Continuum-ის მსგავსი ფუნქციონალი.

Android O Beta უკვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ Nexus 5X, Nexus 6P, Nexus Player, Pixel, Pixel XL და Pixel C მოწყობილობებზე.

Daydream

Samsung-ის უახლესი ფლაგმანები Galaxy S8 და S8+ Google-ს VR პლატფორმის მხარდაჭერას მიიღებენ, რაც საინტერესოდ გამოიყურება გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას საკუთარი Gear VR პლატფორმა აქვს.

ასევე წელს არის დაგეგმილი ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების გამუშვება HTC სა და Lenovo-ს მიერ, რომელიც სრულფასოვანი მოწყობილობები იქნება ჩაშენებული ეკრანებით და მათში სმარტფონის ჩადება არ იქნება საჭირო.

Google-მა ასევე აჩვენა თუ როგორ მუშაობს Tango-ს დამატებითი რეალობის ფუნქციონალი საგანმანათლებლო სექტორში.

Google Lens

ეს კიდევ ერთი სერვისია, რომელიც ნეირონულ ქსელებზე მუშაობს და კამერიდან მიღებულ გამოსახულებაში ობიექტების ამოცნობა შეუძლია. ამგალითად აპალიაკციას შეუძლია ამოიცნოს ფოტოზე გამოსახული ყვავილის სახელი ან რესტორნის სარეკლამო აბრის საფუძველზე მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას მის შესახებ.

სერვისი დაემატება Google Photos-ში და ახლა უკვე გალერეაში შესაძლებელი იქნება თქვენს გადაღებილ ფოტოებზე გამოსახული ობიექტების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება.

Google Assistant

სერვისი Google Lens ასევე ჩაშენებული იქნება Google Assistant-ში. თუ თქვენ კამერას კონცერტის აფიშას დაანახებთ, ასისტენტი შემოგთავაზებთ ამ მოვლენის კალენდარჩი ჩანიშვნას და შესაბამისი ბილეთების ყიდვასაც კი.

ასისტენტი ასევე ხელმისაწვდომი გახდება iOS პლატფორმაზე და რა თქმა უნდა მას ახალი ენებიც დაემატა: ფრანგული, გერმანული, ესპანური, პორტუგალიური და იაპონური. ქართული ჯერ-ჯერობით არ ჩანს 🙂

ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია პიცის შეკვეთა და რა თქმა უნდა იქვე გადახდაც. კომპანიამ სპეციალური ინსტრუმენტები გამოუშვა დეველოპერებისთვის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სერვისის თუ მოწყობილობის ასისტენტთან დაკავშირება და მისი საშუალებით მართვა.

Google სამსახურის მოძებნაში დაგეხმარებათ

Google-ის საძიებო სისტემა ვაკანსიების აგრეგაციას მოახდენს. სპეციალური ალგორითების საშუელბით თქვენ მხოლოდ უახლეს და აქტუალურ შემოთავაზებებს მიიღებთ, თუმცა სერვისი ამ ეტაპზე მხლოდ ამერიკაში მუშაობს.

როგორც იტყვიან ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ამიტომაც გთავაზობთ კონფერენციის სრულ ვიდეოჩანაწერს

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here