HTC U11 – ოფიციალურად გამოვიდა

754

HTC-ის სპეციალურ ღონისძიებაზე ტაიპეიში ოფიციალურად წარმოადგინეს კომპანიის უახლესი ფლაგმანი HTC U11. ტელეფონი U Ultra-სა და U Play-ს ნაკვალევს მიყვება და “თხევადი შუშის” დიზაინი აქვს. მოწყობილობას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, მოჭერაზე რეაქციის მქონე მეტალის ჩარჩო აქვს, რაც ახალი Sense სამომხმარებლო ინტერფეისთან ურთიერთობს.

U11 მაღალი წარმადობის სმარტფონია და 5.5 დიუმიანი Quad HD SuperLCD 5 ეკრანი აქვს და Qualcomm Snapdragon 835 ჩიპის ბაზაზეა აწყობილი. ამერიკაში და ბრიტანეთში ტელეფონი 4 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით გამოვა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში 6 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერების მქონე მოდელიც იქნება გაყიდვაში. HTC U11 წყალსა და მტვერს IP67 სტანდარტის შესაბამისად გაუძლებს. ტელეფონს 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს რომელიც უფრო განვითარდა და UltraPixel 3-ის სახელით არის ცნობილი – მას უკეთესი ავტოფოკუსი და f/1.7 ლინზები აქვს, HDR-ის შესაძლებლობები მუდმივადაა ჩართული.

Edge Sense – ეს უკვე ნამდვილი ინოვაციაა, რომელიც ტელეფონთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს ხდის ხელმისაწვდომს. თუ მოუჭერთ ტელეფონს ან მოკლე ან ხანგრძლივი დროით შეძლებთ კამერის ჩართვას, Google Assistant-ის გამოძახებას და რა თქმა უნდა უამრავ სხვა ფუნქციას, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ აპლიკაციას მიუსადაგოთ.

ტელეფონს მსგავსად სხვა მოდელებისა არ ექნება 3.5 მმ. აუდიო ჯეკი თუმცა მას მშვენიერი HTC USonic USB-C ყურსასმენები მოყვება და ოპტიმიზებულია HTC-ის BoomSound Hi-Fi სისტემასთან.

HTC U11 გაყიდვაში მაისის ბოლოსკენ შემოვა და 649 დოლარი ეღირება ოპერატორთან მიბმის გარეშე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here