კომპანია Google-მა ახალი თაობის ფლაგმანები წარმოადგინა. Pixel 2 და Pixel 2 XL წინა მოდელებთან შედარებით ტექნიკურად და ფუნქციონალურად გაუმჯობესდა, თუმცა კომპანია მომხმარებლებს მობილური ერიდან ხელოვნური ინტელექტის ერაში გადასვლას აუწყებს.

თუ ადრინდელჭორებს დავუჯერებთ Pixel 2 კომპანია HTC-ის მიერ არის შექმნილი, რომლის ნაწილიც უკვე Google-ის საკუთრებაში გადავიდა. Pixel 2-ის შემუშავებაში LG-ის კვალი იგრძნობა რაც ეკრანის დიზაინში გამოიხატება, რომელიც LG G6-ის მსგავსია.

სმარტფონებში გამოჩნდა Always On Display, როგა გამორთულ ეკრანზე საათი და სხვა შეტყობინენები გამოდის. ასევე პიქსელებში უარი თქვეს 3.5 მმ. აუდიო ჯეკზე, სამაგიეროდ წყლისა და მტვრისგან დაცვა არის უზრუნველყოფილი.

უმცროსი პიქსელი მერე თაობაში დიდად არ განსხვავდება პირველისგან. მას 5 დიუმიანი ჩვეულებრივი ეკრანი აქვს 16:9 შეფარდებით და აქვს უკანა პანელზე მოთავსებული თითის ანაბეჭდების სკანერი და შუშის ზედა პანელი.

მიუხედავად მსგავსებისა არის განსხვავებაც მცირე დეტალებში, რომელიც ღილაკების განლაგებაში და ელემენტების გადანაწილებაშია უმთავრესად.

Pixel-მა არ მიიღო არანაირი უნიკალური ფუქნცია და Google-მა არ ჩადო მასში თუნდაც ორმაგი კამერის მოდული, თუმცა მას ორმაგი მატრიცა და ლინზების სისტემა აქვს, რომელიც ერთი კამერით აკეთებს იგივეს რაც სხვა სმარტფონებს ორი მოდულით აქვთ განხორციელებული. ასევე კამერას სხვებისგან განსხვავებით აქვს როგორც ოპტიკური ასევე ელექტრონული სტაბილიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ს არ გამოუყენებია ორმაგი კამერა და სხვა აპარატული ტექნოლოგიები, მათ მაინც შეძლეს და შექმნეს მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონის კამერა, რომელმაც DxOMark-ის რეიტინგში 98 ბალი მიიღეს და iPhone 8 Plus და Galaxy Note 8-ს 6-ქულითაც კი აჯობეს.

Pixel 2-ის ტექნიკური მონაცემები:

  • 5 დიუმინაი FullHD OLED ეკრანი
  • Sanpdragon 835 პროცესორი
  • 12 მეგაპიქსელიანი წინა და 8 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა. ოპტიკური და ელექტრონული სტაბილიზაციით
  • 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/128 ჩაშენებული მეხსიერება
  • Android 8.0 საოპერაციო სისტემა

Pixel 2 XL

  • 6 დიუმიანი QHD, OLED ეკრანი
  • 12 მეგაპიქსელიანი წინა და უკანა კამერები. ოპტიკური და ელექტრონული სტაბილიზაციით
  • 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/128 ჩაშენებული მეხსიერება
  • Android 8.0 საოპერაციო სისტემა
წინა სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 10
შემდეგი სტატიაWindows 10 და Android-ის დაახლოება Microsoft Launcher-ით იქნება შესაძლებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი