XDA Developers-ის ერთ ერთმა მომხმარებელმა abihshek987 შეძლო Project Treble-ის რეალიზება საკუთარ Xiaomi Redmin Note 4-ზე. ეს ფუნქცია Google-მა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში წარმოადგინა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ერთი მსხვილი მწარმოებელი არ იყენებს მას, იმისთვის, რომ დააჩქაროს განახლებების გამოშვება.

before

დეველოპერმა განაცალკევა სამომხმარებლო ინტერფეისი სისტემის სხვა დანარჩენი კომპონენტებისგან. შედეგად სმარტფონზე შესაძლებელი გახდა Android 8.1 Oreo-ს გაშვება. მომავალში ასევე მარტივად იქნება შესაძლებელი Android P-ს დაყენება.

xiao

abihshek987-მა გააზიარა ინსტრუქციები Xiaomi Redmin Note 4-ისთვის, რომელიც Android Oreo 8.1 განახლებისთვისაა საჭირო.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here