ერა დასრულდა და Google-მა Android Q-ს შესახებ “საშინელი” საიდუმლო გაამხილა. 10 წლიანი ტრადიცია დაირღვა და ახალ ანდროიდს არ ექნება ანბანის ასოს შესაბამისი ტკბილეულის სახელი. Android Q – უბრალოდ Android 10 იქნება, თუმცა მხოლოდ ეს არ არის სიახლე, მწვანე რობოტმა რედიზაინი განიცადა.

Google-მა ანდროიდის შეცვლილი ლოგო და ფერთა გამა წარმოადგინა. Android-ის ბრენდინგი ბოლოს 2014 წელს შეიცვლა. ახალი ლოგო ისევ მწვანე რობოტია, მაგრამ მას მხოლოდ თავი შერჩა და მწვანე ფერის ახალი გრადაცია მიიღო. Android სიტყვა ახლა უკვე ან შავი ან თეთრი იქნება თემის შესაბამისად.

ახალი ბრენდინგი Android 10-ის რელიზთან ერთად შევა ძალაში მომდევნო კვირების განმავლობაში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here