საიდუმლო არ არის, რომ Android-ის აპლიკაციები ხარისხითა და ოპტიმიზაციით ჩამოუვარდება iOS-ზე ანალოგიურ აპლიკაციებს. ამის მიზეზად მოაზრება ის რომ, ოპერაციულ სისტემა Andoid-ზე მუშაობს ბევრი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა განსხვავებული კონფიგურაციებით. ასევე ამის მიზეზია, Google-ის მხრიდან არასაკმარისი კონტროლი Play Store-ზე განტავსებული სოფტის. Google I/O 2017-ზე საძიებო გიგანტმა ომი გამოუცხადა უხარისხო და ცუდად ოპტიმიზებულ აპლიკაციებს. სტაბილურობის ხარისხი, რენდერინგი და ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი თუ შეადგენს 25%-ზე ნაკლებს, აპლიკაციის დეველოპერები მიიღებენ გაფრთხილებას ამის შესახებ, რათა გამოასწორონ პრობლემა.
Googke I/O-ზე Google-მა დიდი ყურადღება მიაქცია სტაბილურობისა და და წარმადობის გაზრდას Android O-ზე. ამ დროისათვის კომპანია დაინტერესებულია 6 მნიშვნელოვანი მაჩვენებლით:
- აღმოფხვრას პრობლემა “აპლიკაცია არ პასუხობს”
- გამოასწოროს აპლიკაციის შემთხვევითი კვდომის პრობლემა
- აპლიკაციამ არ უნდა დატოვოს მოწყობილობა აქტიურ მტდომარებაში 1საათზე მეტ დროს
- აპლიკაციამ არ უნდა გააღვიძოს მოწყობილობა საათში 10-ზე მეტი რაოდენობით
- აპლიკაცია უნდა მუშაობდეს სტაბილურად სიხშირეზე 60 კადრი წამში
- გამოსწორდეს კადრის დაკარგვის, აპლიკაციის “გაჭედვის” პრობლემა
არ ვიცით, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ აპლიკაცია ვერ უპასუხებს Google-ის მოთხოვნებს.