იმისათის, რომ თავი დავიცვათ ვირუსისაგან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ უკრაინის და რუსეთის კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაციების კომპიუტერები დააინფიცირა საჭირო სისტემურმა ადმინისტრატორებმა რამდენიმე TCP პორტი დახურონ.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწრაფოდ უნდა დახუროთ TCP პორტები 1020-1035, 135 და 445. შეტევისთვის გამოიყენება ვირუსი Petya.A, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში აღმოაჩინეს და მას არაფერი აქვს საერთო WannaCry ვირუსთან, რომლის მასიური შემოტევა 2017 წლის მაისში დაფიქსირდა.

როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი Petya.A ვირუსისგან 80-ზე მეტი კომპანია დაზარალდა რუსეთსა და უკრაინაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე უკრაინული ბანკი და ენერგოკომანიები, ასევე უკრაინის მთავრობა და “როსნეფტი”. კომპიუტერზე მოხვედრის შემდეგ ვირუსი აბლოკირებს მას და 300 დოლარი ღირებულების გამოსასყიდს ითხოვს ბიტკოინის სახით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here