ანონიმური წყაროების ინფორმაციით მეორე თაობის Pixel გარეგნულად თითქმის უცვლელი დარჩება თუმცა არ ექნება 3.5 მმ. აუდიო კონექტორი, მაგრამ ნაცვლად სტერეო დინამიკები ექნება. რაც შეეხება Pixel X 2-ს ეს მოდელი 18:9 შეფარდების თითქმის უნაპირო ეკრანს მიიღებს. Android Police-მა სანდო წყაროებზე დაყრდნობით Pixel XL 2-ის ფოტოც კი გამოაქვეყნეს.
საერთო ჯამში სმარტფონი საფირმო სტილს ინარჩუნებს მაგრამ მასში ცვლილებები მაინც იქნება. გაჯეტს LG-ის 6 დიუმიანი მომრგველებული კუთხეების მქონე AMOLED ეკრანი ექნება. აპარატის კორპუსი მეტალის იქნება ხოლო უკანა პანელის ზედა ნაწილი შუშის ხოლო ქვედა მეტალის ნაწილზე თითის ანაბეჭდების სკანერი იქნება მოთვსებული. კამერის ობიექტივი საგრძნობლად გაიზრდება ზომებში თუმცა ამჯერადაც Google არ გამოიყენებს ორ-კამერიან გადაწყვეტილებას. კდიევ ერთი სიახლე იქნება HTC U11-ის მსგავსი მოჭერის სენსორი, რომელიც Google Assistant-თან ინტეაქრციას უზრუნველყოფს.