Wall Street Journal-ის ინფორმაციით Tesla-სა და SpaceX-ის მეთაურმა ელონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების გუბერნატორებთან სიტყვით გამოსვლისას ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის “უმთავრეს საფრთხედ” გამოაცხადა.

მასკმა თქვა, რომ ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა უმუშაევრობის და ომის მიზეზისც კი გახდეს. მან შტატების გუბერნატორებს ურჩია, რომ შექმნან სპეციალური ორგანო, რომელიც სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს, რომელზე დაყრდნობითაც მომავალში ამ სფეროს რეგულაცია განხორციელდება. ბიზნესმენის განცხადებით ახლა ხელისუფლებას “წარმოდგენაც კი არ აქვს იმ საფრთხეებზე, რომელიც ხელოვნურმა ინტელექმა შესაძლოა ცივილიზაციას შეუქმნას”.

“ჯერ-ჯერობით ადამიანები არ ხედავენ რობოტებს, რომლებიც ადამიანებს ხოცავენ ქუჩებში, მათ არ იციან როგორ მოახდინონ რეაგიერება, რადგანაც ასეთი სცენარი არარეალისტურად ეჩვენებათ” – ამბობს მასკი. მასკი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების რეგულირება უნდა მოხდეს მანამ სანამ გვიანი არ იქნება.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ კონტროლის შემოღება ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის არასასიამოვნო იქნება და მათ შესაძლოა ინოვაციების დამუხრუჭებაზე გააკეთონ აქცენტი, ამიტომაც რეგულაციები არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ კომპანიები ა.შ.შ-დან წავიდნენ.

მასკმა ასევე განაცხადა, რომ მისი იდეა მარსის კოლონიზაციის შესახებ მოტივირებულია ხელოვნური ინტელექტის მონობისგან კაცობრიობის გადარჩენით.

გუბერნატორებმა თხოვეს მასკს მოეხდინა იმის ფორმულირება თუ რისი და რანაირად რეგულირება არის საჭირო, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ “პირველ რიგში საჭირო პრობლემის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება, იმსთვის, რომ საფრთხე უფრო გასაგები იყოს”

ადრე მასკი რა თქმა უნდა საუბრობდა ხელოვნური ინტელექტის განვითარების საფრთხეებზე. 2017 წლის თებერვალში მან თქვა რომ “ღრმა ხელოვნური ინტელექტის” განვითარება, რომელიც “ადამიანზე ჭკვიანი იქნება” კაცობრიობის რობოტებით ჩანაცვლებამდე მიგვიყვანს.

2015 წელს მასკმა PayPal-ის თანადამფუძნებელთან პიტერ ტილთან და სხვა ინვესტორებთან ერთად შექმნეს არაკომერციული ორგანიზაცია OpenAI რომელიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებაზე მუშაობს. ინიციატივაში 1 მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here