ამ კვირაში კომპანია Adobe-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წელს შეწყვეტს Flash-ის ყოველგვარ მხარდაჭერას. მაშინ Google, Apple, Microsoft და Mozilla სრულად ამოიღებენ ამ პლაგინის მხარდაჭერას საკუთარი ბრაუზერებიდან. არსებობის 20 წლის განმავლობაში Flash-მა მოასწრო შეეცვალა კონტენტი ინტერნეტშ და მომხამრებლებს მილიონობით ვებ-აპლიკაცია აჩუქა, თუმცა ის უკვე მოძველდა და მისი ადგილი HTML 5-მა დაიკავა. მიუხედავად Flash-ის აშკარა ხარვეზებისა ამ ტექნოლოგიას ფანატების ძალიან დიდი არმია ყავს, რომლებმაც მიმართეს Adobes-ს თხოვნით, რომ არ დახუროს Flash და ამის ნაცვლად გამოაქვეყნოს ღია კოდის სახით.
არიან დეველოპერებიც, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არაიან ღია კოდის იდეის, რადგანაც დარწუნებული არიან, რომ საზოგადოების მხრიდან ამ ტექნოლოგიის გარკვეული პრობლემების მოგვარება საგრძნობლად ვერ გააუმჯობესებს მის უსაფრთხოებას.
კომპანია Adobe ჯერ-ჯერობით რეაგირებას არ ახდენს, თუმცა ვინ იცის შესაძლოა მალე Flash კიდევ ერთი ღია პროექტის სახით ხელახლა დაიბადოს.