SIGGRAPH 2017 კონფერენციაზე AMD-ს დეველოპერებმა Radeon RX Vega-ს სამი რედაქცია წარმოადგინეს: Radeon RX Vega 64 Liquid Cooled Edition, Radeon RX Vega 64 და Radeon Vega 56. ღონისძიებაზე კომპანიამ ფლაგმანური სიერიის დეტალები და გაყიდვების ვადები გაასაჯაროვა.

ვიდეო დაფების სამივე მოდელმა მიიღო სამ-სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.0. ვიდეო დაფები ორი რვა კონტაქტიანი კაბელით უერთდება კვების ბლოკს და აქვს შუქდიოდური დატვირთვის ინდიკატორი, რომელის ფერების შეცვლაც არის შესაძლებელი. Radeon RX Vega სერიის ვიდეო დაფები გაყიდვაში 14 აგვისტოდან შემოვა.

AMD Radeon RX Vega 64 Liquid Cooled Edition

Radeon RX Vega 64 Liquid Cooled Edition ყველაზე წარმადია სერიიდან. დაფას 8 გიგაბაიტიანი და 484 გიგაბიტი/წმ გამტარობის  HBM2 მეხსიერება, 64 გამომთვლელი ბლოკი და 4 096 ნაკადიანი პროცესორები აქვს. ბირთვის მუშა სიხშირე 1 4000 მეგაჰერცია, ხოლო Boost რეჟიმში 1 677 მეგაჰერცამდე ადის. ნომინალური ენერგომოხმარება 345 ვატია, ხოლო წარმადობა 13,7 ტერაფლოპსია. Radeon RX Vega 64 Liquid Cooled Edition-ის ფასი 699 დოლარია.

AMD Radeon RX Vega 64

Radeon RX Vega 64 საბაზისო მოდელია და ჩევულებრივი ვენტილატორებით გრილდება. მაღაზიებში ის მეტალის და პლასტმასის კორპუსით გაიყიდება. ბარათს 64 გამომთვლელი ბლოი და 4096 ნაკადიანი პროცესორი აქვს. HBM2 მეხსიერებას 484 გიგაბიტი წამში გამტარობა აქვს და მსიი ნომინალური ენერგომოხმარება 295 ვატს შეადგენს. ბირთვის სიხშირე 1 247 მეგაჰერცია და Boost რეჟიმში ის 1 546 მეგაჰერცამდე იზრდება. Radeon RX Vega 64 – 499 დოლარი ეღირება.

AMD Radeon RX Vega 56

ვიდეო დაფა Radeon RX Vega 56-იც ვენტილატორებით გრილდება და სერიაში ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია. რა თქმა უნდა მასაც 8 გიგაბაიტი HBM2 მეხსიერება აქვს მაგრამ უფრო დაბალი 410 გიგაბიტი გამტარობით. RX Vega 64-ისგან განსხვავებით მას 65 გამოთვლითი ბლოკი და 3 584 ნაკადი აქვს, ხოლო ნომინალური ენერგომოხმარება 210 ვატია. Radeon RX Vega 56 – 399 დოლარი ეღირება.

როგორც კომპანია AMD ამბობს სიახლე Nvidia GTX 1080-ის დონისაა და ზოგიერთ თამაშში კიდევაც ასწრებს კონკურენტს.

წინა სტატიაXiaomi-მ Mi AI ჭკვიანი დინამიკი წარმოადგინა
შემდეგი სტატიაევან ბლასმა Samsung Galaxy Note 8 Midnight Black აჩვენა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი