კომპანია Apple-მა ოფიციალურად წარმოადინა საიუბილეო iPhone X. უკვე 10 წელი გავიდა პირველი iPhone-ის წარმოდგენიდან, როცა სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ მათ ხელახლა გამოიგონეს სმარტფონი. მას შემდეგ სმარტფონები ნამდვილად ყოველი ადამიანსი ცოხვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. გასული 10 წლის განმავლობაში ისინი ვითარდებოდნენ და ევოლუციას განიცდიდნენ, თუმცა კარდინალურად არ განსხვავდებოდნენ ორიგინალური iPhone-ისგან. ბევრი მოელოდა, რომ iPhone X გახდებოდა ახალი ათვლის წერტილი მობილურ ტექნოლგიებში, თუმცა მოდით ვნახოთ თუ რით გადაწყვიტა Apple-მა iPhone-ის განვითარების მეორე ათწლეულის დაწყება.
პირველი და ყველაზე მთავარი ცვლილება iPhone X-ში ვიზუალური მხარეა. ყვეალ წინა მოდელი იზრდებოდა ზომაში და გარეგნულადაც იცვლებოდა, მაგრამ მათთან ურთიერთქმედების მეთოდი კარდინალურად არასდროს არ შეცვლილა. iPhone X-ში კომპანია Apple-მა გადაწყვიტა უარი ეთქვა უმთავრეს ელემენტზე – “Home” ღილაკზე, რომლის ადგილიც ვერ მოიძნებნა წინა პანელზე, რადგანაც ის მთლიანად უჭირავს 5,8 დიუმიან OLED ეკრანს Super Retina გარჩევადობით, HDR0-ისა და 3D Touch-ის მხარდაჭერით. ისევე, როგორც iPad Pro-ში მასშიც გამოიყენება True Tone ტექნოლოგია, რომელიც გარემოს განათების შესაბამისად ცვლის ფერთა ბალანსს.
iPhone X-ის ეკრანს მაინც აქვს ჩარჩოები და ის ამ მხრივ ზოგიერთ კონკურენტს ჩამოუვარდება, რადგან რამდენიმე მილიმეტრის სისქის ზღვარი მაინც არის ნაპირებზე. გარდა ამისა ზედა ნაწილში ეკრანი ჩაჭრილია და იქ განთავსებულია დინამიკი, კამერები და სხვა და სხვა სენსორები. ეკრანს მომრგვალებული კუთხეები აქვს ისვეე, როგორც Samsung Galaxy S8-სა და LG V30-ში. Samsung-ის მსგავსად Apple-მა უარი თქვა წინა პანელის ფერის შეცვლაზე კორპუსის ფერის შესბამისად და ის ყველა ვარიანტში შავი რჩება.
კორპუსის ფორმით iPhone X დიდად არ განსხვავდება გასული წლის iPhone 7-ისგან, მაგრამ აქ მთავარი განსხვავება და სიახლე ახალი მატერიალებია. სმარტფონის კონსტრუქცია ქირურგიული ფოლადისგან არის დამზადებული ხოლო უკანა პანელი შუშისაა. მსგავს კონსტრუქციას Apple ძველ iPhone 4-სა და 4S-ში იყენებდა. შუშის უკანა პანელის გამოყენების მთავარი მიზეზი უსადენო დამუხტვაა. Apple-მა უსადენო დამუხტვის საკუთარი სადგური AirPower წარმოადგინა, რომელიც არა მხოლოდ ტელეფონს არამედ ყურსასმენებს და ჭკვიან საათსაც დამუხტავს. ახალ სმარფონებში გათვალისწინებულია სწრაფად 50%-მდე დამუხტვა 30 წუთში.
კიდეევ ერთი ფუნდამეტური განსხვავება iPhone X-ში არის ჩართვის ღილაკი, რომელიც ახლა მრავალფუნქციურია და ერთდროულად რამდენიმე ამოცანას ასრულებს. მაგალითისთვის ორჯერ დაჭერისაც ეშვება Apple Pay გადახდების სისტემა ხოლო ხანგრძლივ დაჭერაზე ვირტუალური ასისტენტი Siri ჩაირთვება.
რადგნაც iPhone X-ს არა აქვს “Home” ღილაკი ჩნდება ლოგიკური კითხვა, სად წავიდა თითის ანაბეჭდების სკანერი Touch ID. კომპანიამ უარი თქვა ამ ტექნოლოგიაზე და iPhone X-ში ახალი, სახის ამოცნობის სისტემა Face ID წარმოადგინა, რომლის მუშაობასაც უზრუნველყოფს სმარტფონის ზევით განთავსებული სენსორების ნაკრები.
iPhone X-ში გამოუენება ნეირონული ქსლები, რომლებიც მოხმარებლის სახის ინდივიდუალურ გამოსახულებას ქმნის. Apple გვარწმუნებს, რომ Face ID-ის შეცდომის ალბათობა მილიონიდან ერთია. Face ID-ის საშუალებით iPhone X-ის განბლოკვა სრულ სიბნელეშიც არის შესაძლებელი.
iPhone X-ის ეკრანის ჩართვა ზედაპირზე ერთი შეხებით არის შესაძლებელი, ხოლო განბლოკვისთვის თითი ქვევიდან ზევით უნდა გაუსვათ. აპლიკაციების დახურვაც თითის ქვედა ნაპირიდან ასმით ხდება, ხოლო თუ ასმის პროცესში თითს შეაჩერებთ შუაში გამოდის სხვა გაშვებული აპლიკაციების ეკრანები, რომლებზე გადართვაც უკვე ძველებურად არის შესაძლებელ. გაშვებულ აპლიკაციებს შორის გადართვაც გამარტივდა და ახლა ის შესაძლებელია ეკრანის ქვედა ნაპირზე თითის გასმით.
iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ის მსგავსად iPhone X-ის საფუძველი ახალი A11 Bionic ჩიპი გახდა. ჩიპი ოთხი ენერგოეფექტური Mistral ბირთვისგან და ორი მაღალი წარმადობი Monsoon ბირთვისგან შედგება, რომელბიც მძიმე გამოთვლების საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება მხოლოდ. აღნიშნული პროცეოსრი პრიველია iOS მოწყობილობებში, რომელსაც Apple-ის მიერ შექმნილი გრაფიკული ამაჩქარებელი აქვს. წინასწარი ტესტების თანახმად iPhone X დღეისათვის ყველაზე მაღალი წარმადობის მობილური მოწყობილობაა მსოფლიოში. Apple-მა ასევე განაცხადა, რომ iPhone X 2 საათით მეტი ხანი მუშაობს ავტონომიურად ვიდრე iPhone 7.
კამერების სფეროში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა გასულ წელთან მიმართებაში. მთავარი კამერა ორმაგია და წინა მოდელის მსგავსად 12 მეგაპიქსელი გარჩევადობა აქვს. კამერის მუშაობის პრინციპიც არ შეცვლილა: ერთი მოდული იღებს ჩვეულებრივ ფართო კუთხოვნა ფოტოს, ხოლო მეროე მოდული ტელეობიექტივით საშუალებას იძლევა ორმაგად მოვაახლოვოთ კადრი და ასევე გვეხმარება გადავიღოთ გაბლარული ფონის მქონე პორტრეტები.
iPhone 7 Plus-ისგან განსხვავებით iPhone 8 Plus-სა და iPhone X-ში ორივე მოდულს აქვს ოპტიკური სტაბილიზაციის სიტემა, რისი წყალობითაც 2-მაგი ზუმით გადაღებული ფოტოებიც საკმაოდ ხარისხიანი გამოდის.
რადგანაც iPhone X-ში წინა მოთავსებულია კამერების და სენსორების მთელი ჯარი, მას შეუძლია პორტრეტული ფოტორების წინა კამერითაც გადაღება. შესაძლებელი ხდება სელფის გადაღება გაბლარული ფონით. წინა სენსორების წყალობით ასევე შესაძლებელია სტუდიური განათების იმიტაციაც, რაც სელფებს უფრო რეალისტურს და ორიგინალურს ხდის.
iPhone Х-ის ტექნიკური მონაცემები:
- 5,8-დიუმიანიHDR OLED-ეკრანი 2436х1125 გარჩევადობით, 1000000:1 კონტრასტულობა, TrueTone ტექნოლოგია,3D Touch;
- A11 Bionic ჩიპსეტი M11 მოძრაობის დამხმარებ პროცესორით, ნეირონული ქსელების მხარდაჭერა;
- 12-მეგაპიქსელიანი მთავარი ფართოკუთხოვანი კამერა f/1,8 დიაფრაგმით;
- დამატებითი კამერა ტელეობიექტივით და f/2,8 დიაფრაგმით;
- 7-მეგაპიქსელიანი წინა კამერა f/2,2 დიაფრაგმით;
- წყლისა და მტვრისგან დაცვა IP67 სტანდარტის შესაბამისად;
- სახის ამოცნობა TrueDepth ტექნოლოგიით;
- უსადენო ინტერფეისები: Bluetooth 5.0, NFC, Wi-Fi 802.11ac ტექნოლოგიით MIMO, უსადენო დამუხტვა Qi სტანდარტით;
- ზომები: 143,6 х 70,9 х 7,7 მმ;
- წონა: 174 грамма;
- iOS 11.
iPhone X ფასები:
iPhone X 64 GB – 999$
iPhone X 256 GB – 1149$