ბაზარზე არსებული უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს მოწყობილობა კაბელის მიერთების გარეშე დავმუხტოთ, თუმცა ამისთვის მისი სპეციალურ ზედაპირზე მოთავსებაა საჭირო. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სპეციალისტი მუშაობდა იმაზე, რომ ტექნოლოგია ნამდვილად უსადენო გაეხადა.

ამერიკულმა სტარტაპმა Pi შემქნა მოწყობილობა, რომელიც გაჯეტებს სადურიდან მოშორებითაც დამუხტავს. კომპანიამ სპეციალური სადგური შექმნა, რომელიც ელექტრო ენერგიას 30 სანტიმეტრის მანძილზე გადაცემს.

Pi კონუსის ფორმის მოწყობილობაა და ის რეზონანსული ინდუქციის პრინციპით მუშაობს, რომელიც უკვე ცნობილ და ყველაზე გავრცელებულ Qi სტანდარტით არის გათვალისწინებული, თუმცა მას არ ჭირდება მოწყობილობის გარკვეულ ზედაპირზე მოთავსება. ახალი ტექნოლოგია სპეციალურ ალგორითმებს იყენებს, რომლის წყალობითაც ფორმირდება მაგნიტური ველები საჭირო მიმართულებით.

მომხმარებლები მოწყობილობების დამუხტვას შეძლებენ Pi სადგურიდან 30 სანტიმეტრის მანძილზე. ერთდროულად შესაძლებელი იქნება 4 გაჯეტის დამუხტვა მაქსიმალური 10 ვატი სიმძლავრით. უფრო მეტი მოწყობილობის დამატება რა თქმა უნდა აკრძალული არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში პროპორციულად გაიზრდება დამუხტვის დრო. სმარტფონები, როგორიცაა Galaxu S8/S8Plus/Note 8, iPhone 8/iPhone 8 Plus/iPhone X და სხვა გაჯეტები Qi სტანდარტით უპრობლემოდ დაიმუხტება აღნიშნული სადგურიდან.

Pi გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა და მისი შეძენა 200$ იქნება შესაძლებელი. მოწყობილობის წინასწარ შეკვეთა შეგიძლიათ სტარტაპის ოფიციალურ საიტზე

  • ტეგები
  • Pi
წინა სტატიაYouTube-ში Twitch-ის მსგავსი ხელმოწერების სისტემა გაეშვა
შემდეგი სტატიაNest-მა ახალი ჭკვიანი სახლის უსაფრთხოების სისტემა წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი