რამდენიმე კვირაა ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ Google-მა შესაძლოა HTC შეიძინოს. იქნება ეს Motorola-ს მსგავსი სიტუაცია? იქნებ Nokia-ს ისტორია განმეროდეს? როგორც გაირკვა Google და HTC გარკვეულ შეთანხმაბამდე მივიდნენ, რომლის თანახმადაც Google შეიძენს Pixel-ის მწარმოებელ განყოფილებას, ხოლო HTC ჩვეულებრივად განაგრძობს თავისი სმარტფონების გამოშვებას.
Google ამ გარიგებაში 1.1 მილიარდ დოლარს იხდის, რომლიც ითვალისწინებს ჯერ-ჯერობით დაუდგენელი რაოდენობის თანამშრომლების გადასვლას HTC-დან. კომპანიებმა დაადასტურეს, რომ ურავლესობა მათგანი Pixel-ის გუნდის წევდები არიან და Google-თან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. Google ასევე მიიღებს ექსკლუზიურ უფლებებს HTC-ის ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რომ შემდგომში გამოიყენოს ის მის ახალ პროდუქტებში.
როგორც HTC ამბობს Pixel-ის გუნდის წასვლის შემდეგ კომპანია მთელს ძალებს მიმართავს საკუთარი სმარტფონების განვითარებისთვის. კომპანიის ინჟინრები გააგრძლებენ მუშაობას HTC-ის ახალ ფლაგმანზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რაში დახარჯავს კომპანია 1,1 მილიარდ დოლარს. სავარაუდოდ Vive-ის ვირტუალური რეალობის მიმართულებაც მიიღებს გარკვეულ დაფინანსებას.
რა თქმა უნდა დიდი თანხის მიღება ავტომატურად არ მოავარებს HTC-ის ყველა პრობლემას. თუ კომპანია გააგრძელებს სმარტფონების წარმოებას, მას დასჭირებდა უფრო კონკურენტუნარიანი მოდელების გამოშვება, რაც გაუჭირდებათ გამომდინარე იქიდან, რომ ინჟინრების დიდი ნაწილი დატოვებს კომპანიას.