ბიომეტრიული ტექნოლოგიების ერთ-ერთმა წარმყავანმა კომპანიამ Synaptics განაცხადა, რომ მან ეკნანში ჩაშენებადი ანაბეჭდების სკანერების მასიური წარმოება დაიწყო.
Synaptics Clear ID სენსორი თითის ანაბეჭდებით აუტენტიფიკაციის საშუალებას იძლევა და მუშაობს იგივე პრინციპით როგორც ჩვეულებრივი სკანერები, მაგრამ მისი მთავარი განსხვავება არის ის, რომ ეკრანში ჩაშენებაა შესაძლებელი.
ცნობილია, რომ Samsung-გამ უკვე დააპატენტა მსგავსი ტექნოლოგია და Qualcomm-იც მზად არის დანერგოს ეკრანული სენსორები, თუმცა Synaptics ამბობს, რომ მისი სკანერი უკვე მასიურ წარმოებაშია ჩაშვებული და ტოპ ბრენდების შეკვეთებს ასრულებს. პრეს-რელიზში კომპანია “უჩარჩოო OLED  infinity ეკრანებზე” საუბრობს, როგორიცაა Samsung Galaxy S8/S8+ და Note 8.
download
ეს ტექნოლოგია შესაძლოა 2018 წლის ყველა ფლაგმანურ სმარტფონში გამოჩნდეს და გასაკვირიც არ იქნება პირველი მოწყობილობები უკვე Samsung Galaxy S9 აღმოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში Face ID-ის მინუსებს ნამდვილად დააბალანსებს ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდების სკანერი და ეს ღირსეული ალტერნატივა იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here