FitSmoke არის ჭკვიანი პორტსიგარი, რომელშიც სიგარეტები უნდა მოათავსოთ, ხოლო ამოღებას გარკვეული განრიგის მიხედვით შეძლებთ კორპუსის ზედა ნაწილში მოთავსებული ჭრილიდან. ჭკვიანი ფუნქციონალი სმარტფონის აპლიკაციიდან აქტიურდება.

ჯერ სამრტფონში უნდა მიუთითოთ დღიური დოზა, რომლის მიხედვითაც აპლიაკცია შეადგენს გრაფიკს, რომლის მიხდვითაც მოგცემთ თითო ღერ სიგარეტს დროის გარკვეული ინტერვალებით. აპლიკაცია ასევე აგროვებს სტატისტიკას როგორიცაა: მოწევა, დახარჯული დრო და ფული. პარამეტრებში შეგიძლიათ მიუთითოთ თუ რამდენად სწრაფად გინდათ დაანებოთ მოწევას თავი.

თუ ძალიან მოგინდებათ მოწევა ამისათვის აპლიკაციაში სპეციალური თამაშია ჩაშენებული, ეს არის პოპულარული 2048, რომლის მოგების შემთხვევაში მიიღებთ რიგგარეშე ღერს. თუმცა შესაძლებელია ერთი ღერის წინასწარ აღებაც, მაგრამ შემდეგი ღერის მიღება კიდევ უფრო გართულდება. გაჯეტი სიგარეტებს მხოლოდ სმარტფონთან სიახლოვეში ძილევა.

წინასწარი შეკვეთით პორტსიგარი 39 ევრო ღირს. გაყიდვაშ ის 2018 წლის მარტიდან შემოვა.

წინა სტატიაLitecoin-ის დამფუძნებელმა ყველა კუთვნილი მონეტა გაყიდა
შემდეგი სტატიაTelegram – საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი