Windows 10 S უნდა გამხდარიყო Chrome OS-ის კონკურენტი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა უსაფრთხოებით (აპლიკაციების ინსტალაცია მხოლოდ Microsoft Store-დან). მეტი თავისუფლებისთვის მომხმარებლებს Windows 10 Pro-მდე განახლება შეეძლოთ, რომელიც გარკვეული თანხა ღირს. ეს ყველაფერი შეიცვლება და მალე Windows 10 S არ იარსებებს, როგორც ცალკე პროდუქტი და შეიცვლება S Mode-ით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია კორპორაციული ბაზრისთვის.

დაგეგმილია S Mode-ის დანერგვა Windows 10-ის თითქმის ყველა რედაქციაში გარდა Core+ და Workstation ვარიანტისა. Windows 10 Home S-ის მომხმარებლებისთვის Pro-ზე გადასვლა უფასო იქნება, ხოლო Windows 10 Pro S-დან განახლება 49 დოლარი ეღირება.

რა თქმა უნდა მოლოდინები გამართლდა და Windows 10 S ცალკე პროდუქტად ვერ ჩამოყალიბდა, ლოგიკურია მომხმარებელს ქონდეს უბრალოდ პარამეტრი მართვის პანელში, რომელიც Microsoft Store-ის გარდა აპლიკაციების ინსტალაციას გათიშავს.

 

წინა სტატიაApple HomePod-ის გამოყენებისთვის iOS მოწყობილობაა აუცილებელი
შემდეგი სტატიაApple-მა ისევ გადაასწრო Samsung-ს სმარტფონების გაყიდვაში, მაგრამ…

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი