Tomb Raider-ის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნეს მესიჯი, რომელიც მიგვანიშნებდა რომ გამოვა ლარა კრაფტის თავგადასავლის გაგრძელება. სილამაზის ინდუსტრიის მოყვარულებისათვის ეს წელი ნამდვილად გულუხვი აღმოჩნება: მოდერები სერიალის რიმეიქის მესამე ნაწილისათვის ემზადებიან, სხვა კომპანიები კი ორიგინალი ტრილოგიის თანამედროვე პლატფორმებზე გადმოტანისათვის მუშაობენ. 

ერთი შეხედვით საიტი მოგეჩვენებათ სრულიად უმნიშვნელო: რაღაცას აქვეყნებენ 15 მარტს და იწყებენ პანიკას დროზე ადრე. Twitter-ის მომხმნარებელმა Nibel-მა გამოაქვეყნა საკუთარი მიგნება კოდში: «Shadow of The Tomb Raider is the climatic finale of Lara's origin story. Available September 14th 2018». გამოსვლის თარიღის გარდა სხვა ინფორმაციაც გახდა ხელმისაწვდომი. თამაში ხელმისაწვდომი იქნება ერთდროულად რამდენიმე პლატფორმაზე: PC, PlayStation 4 და Xbox One. ფრაზას – «All pre-order incentives and SKUs will be revealed on April 27, 2018» – სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ. ზოგი თვლის, რომ 27 აპრილს მოხდება სრული პრეზენტაცია, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ამ დღეს დაიწყება წინასწარი შეკვეთები. დღეს კი ყველაფერს გავიგებთ დანამდვილებით.

.

წინა სტატიაAirPower მარტის ბოლოს შემოვა გაყიდვაში
შემდეგი სტატიაWindows-ის «Яндекс.Браузер»-მა ლაპარაკი ისწავლა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი