Tbilisi Digital Expo- ფარგლებში GameJam-ის გამარჯვებული გახდა გუნდი – „Talgame”. გუნდი  ბელორუსიაში Casual Connect-ზე გაემგზავრებიან, სადაც საშუალება ექნება წარადგინონ საკუთარი თამაში.

გამარჯვებული გუნდი 16 მაისს, 20:30 საათზე, ტექნოპარკში დასახელდა.

ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული კომპანია ვართ და ეს ჩვენთვის უფრო ბავშვობის გახსენება იყო. როდესაც GameJam-ზე პირველად მივიღეთ მონაწილეობა ვერ გავიმარჯვეთ და ახლა რომ შევძელით ეს, ამან გარკვეული შინაგანი ემოციები გამოიწვია ჩვენში. ვაპირებთ, რომ Casual Connect-ზე წარვადგინოთ ჩვენი თამაში.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას გამრჯვებული გუნდი Talgame-ის წევრმა ლევან ხოლუაშვილმა.

GameJam-ის პირველი ეტაპი  48 საათიანი იყოხოლო შემდეგ თამაშების პრეზენტაცია შედგა.

GameJam-ის ასარჩევი თემები იყო: Alternative reality, Neon lights, Students.

GameJam-ის ჟიურის წევრები იყვნენ: ირაკლი ქოქრაშვილი, ზვიად ბარათაშვილი, ლუკა კვირიკაშვილი, მარიამ ჯოგლიძე და თორნიკე ანდრიაძე. მათ შეაფასეს მონაწილეები და დაუსვეს კითხვები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დაჯამდება და რეიტინგის მიხედვით გამარჯვებული გამოვლინდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here